FCA Importers – Fiat

მომავალი ეკუთვნის სივრცეს

ავტომობილის სივრცე, რომელიც აღჭურვილია ინოვაციური ტექნოლოგიებით და უსაფრთხოების სისტემებით, შექმნილია სპეციალურად თქვენთვის. 500L არის ავტომობილი რომელიც ამ ყველაფერს გთავაზობთ თქვენ. მას შეუძლია ნებისმიერს სიტუაციას მოერგოს, მათ შორის მომავალსაც.

01_plancia

მოსაწვევი მოგზაურობისთვის

Uconnect™-ის 5″ ან 6.5″ სენსორული ეკრანის დახმარებით, შენ შეგიძლია მართო ავტომობილში არსებული ყველა მულტიმედიური მოწყობილობა: ანალოგური და ციფრული რადიო, მედიაფლეერი, აიპოდი, აიფონი, სმარტფონი, ყველაფერი რაც USB და Aux-ით არის შეერთებული.
Uconnect-ის რადიო ნავიგაცია 5’’ სენსორული მონიტორით გთავაზობთ TomTom 2.5D ნავიგაციას, ხოლო 6.5″ სენსორული მონიტორით სატელიტურ ნავიგაციას 3D რუკებით, მიმართულების გიდით და მისამართის ხმოვანი მითითებით.



ახალი Uconnect™ LIVE სისტემა მოხმარებელს ასევე სთავაზობს თავისი სმარტფონების ინტეგრაციით გამოიყენონ უამრავი აპლიკაცია, მათ შორის ეკონტაქტონ მეგობრებს Twitter-ზე, მოუსმინონ 35 მილიონ თრექს Deezer-ზე და ასი ათასამდე რადიო სადგურს Tune-In-ზე. აგრეთვე შეგიძლიათ მიიღოთ ახალი ამბების შესახებ ცნობები Reuters-დან და საცობების, კამერებისა და ამინდის შესახებ ინფორმაცია TomTom LIVE სერვისის დახმარებით.



და ეს ყველაფერი არ არის: თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ავტომობილის მართვის სტილი eco:Drive™-ით, რომელიც დაგეხმარებათ დაზოგოთ საწვავი და აკონტროლოთ თქვენი ავტომობილის გამონაბოლქვი. აგრეთვე შეგიძლიათ მუდმივად ერთ ნაბიჯში იყოთ თქვენი ავოტმობილისგან my:Car:-ისდახმარებით, რომელიც გახსენებთ თუ სად გააჩერეთ ავტომობილი, რამდენი საწვავი დაგრჩათ და გაცნობებთ ავტომობილის სხვადასვხა გაუმართაობების შესახებ.

მას ერთი შეხებით ესმის თქვენი

მას ერთი შეხებით ესმის თქვენი

5” ფერადი სენსორული მონიტორის დახმარებით, შენს ტელეფონთან, სმარტფონთან, რადიოსთან, მედია ფლეერთან და MP3 ფლეერთან ინტერაქცია ავტომობილის მართვისას, არის ბევრად უფრო მარტივი ვიდრე ადრე. Bluetooth®-ის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ სატელეფონო ზარი საჭიდან ხელების აუღებლად და აკონტროლოთ შემოსული მოკლეტექსტური შეტყობინებები. იმისთვის, რომ თქვენს მგზავრობას მეტი ხიბლი შესძინოთ, CD ფლეერით აღჭურვილი რადიო გთავაზობთ ციფრულ რადიო-ს, რომელსაც შეუძლია დაუკრას გარე წყაროებიდანაც USB და Aux პორტების დახმარებით. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ კაბელის გარეშე დაუკრათ მუსიკალური თრექები და ვებ რადიო თქვენი სმარტფონიდან აუდიო სტრიმინგის გამოყენებით.

გახდი ECO:მძღოლი

გახდი ECO:მძღოლი

გინდა იცოდე როგორ შეამცირო საწვავის მოხმარება 16%-ით? Fiat 500L Living eco:Drive გასწავლით ამას. ყოველთვის, როცა თქვენ ჯდებით საჭესთან, აპლიკაცია იწერს თქვენს ქცევას და გაჩვენებთ თქვენს eco:ინდექსს Uconnect™ 5” მონიტორზე. აპლიკაცია გაჩვენებთ თუ რა შეცდომებს უშვებთ, როგორ უნდა გამოასწოროთ ეს შეცდომები და როგორ უნდა გააუმჯობესოთ ზოგადად მართვის სტილი. სესიის ბოლოს თქვენ შეგიძლიატ შეხვიდეთ eco:Ville საზოგადოებაში და გააზიაროთ თქვენი შედეგები ფეისბუქსა და ტვიტერზე.

ტონალობა შეიცვალა

ტონალობა შეიცვალა

თქვენს 500L Living-ში შეგიძლიათ მოუსმინოთ ნებისმიერ მუსიკას რაც გინდათ: თქვენი mp3 ფლეერიდან, თქვენი სმარტფონიდან, USB კარტიდან. თქვენ შეგიძლიათ მარტივად აირჩიოთ მუსიკა საჭეზე დატანილი აუდო ღილაკებით. მეტიც, პრემიუმ კლასის hi-fi სისტემა, რომელიც Beats აუდიოსთან ერთად შეიქმნა, უზრუნველყოფს სუფთა, მაღალი გარჩევადობის ხმის გამოცემას. ახალ აუდიო სისტემას შეუძლია გამოსცეს 520W სიმძლავრე წინ მდებარე 6 დინამიკის, ერთი საბვუფერის და 8 ცალი ციფრული გამაძლიერებლის დახმარებით.

მან იცის როგორ მოუაროს თქვენს ოჯახს

სტანდარტული აღჭურვილობა უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაღალ დონეს. 7 აირბაგი, ABS-ი მუხრუჭების დამხმარე სისტემით და ESC, რომელიც მოიცავს ASR/MSR აჩქარებისა და შენელების მოურევის საწინააღმდეგო ფუნქციას. ჰილჰოლდერი გეხმარებათა ვტომობილისა ღმართზე დაძვრაში, DST გეხმარებათ უსაფრთხო მართვაში, აგრეთვე ERM. იმისთვის რომ საცობში სიარული უფრო უსაფრთხო იყოს, ავტომობილს აქვს City Brake Control, რომელიც აფიქსირებს სხვა ავტომობილებისა და საგნების მდგომარეობას და ავტომატურად ამუხრუჭებს, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება.