ახალი ამბები

FIAT-ის ავტოშოუს ავტომობილი აუქციონისთვის კეთილშობილობის მიზეზი

15 September 2015

NEWS 1

ახალი 500 იქნება წამყვანი სხივი მონტეკარლოში საქველმოქმედო საღამოზე “მე დავიცავი გალა 2015″-ზე, რომელიც პირველად იმართება და არის “რობერტ ფ. კენედის სახელობის ევროპის ადამიანთა უფლებათა დაცვის”. ფონდის მხარდასაჭერად

 

16 ივლისს, მონტეკარლოში, Riva Tunnel-ის სანახაობრივ გარემოში, “მე დავიცავი გალა 2015″ გაიმართება: საღამო ეძღვნება უნივერსალურ ღირებულებებსა და ადამინის უფლებებს “რობერტ ფ. კენედის სახელობის ევროპის ადამიანთა უფლებათა დაცვის” ფონდის მხარდასაჭერად. ორგანიზაციის ძირითადი პრიორიტეტები ორიენტირებულია ინდივიდუალურ ძალაზე რომელიც წარმოქმნის ცვლილებებს და მოიცავს მხარი დაუჭიროს ადამიანების უფლებების დაცვას სტრატეგიული პარტნიორობით.

FCA უკვე დიდი ხანია ერთგულია სხვადასხვა აქტუალური საკითხებისა როგორიც არის მდგრადი მობილურობა და განათლება, ორივე საკითხზე მხარი დაუჭირა მრავალ პროექტებზე. “მე დავიცავი გალა 2015″-ზე ის წარმოდგება თავისი ახალი FIAT 500: გლობალური იმიჯი გაიყიდა 100 ქვეყანაში, FCA-ის შესანიშნავი ემბლემა მსოფლიოში კორპორატიული ქარიზმისა, დამყარებულია მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნების და კულტურის ჰარმონიულ თანამშრომლობაზე. მთავარი მომენტი აღნიშნულ საღამოზე იქნება FIAT-ის შოურუმის ავტომობილი, კერძოდ სულ პირველი FIAT 500, რათა გაამდიდროს სამოდელო ხაზი, რომელიც აუქციონის გზით გაიყიდება.

ეს ავტომობილი თავის კლასში ერთადერთი კაბრიოლეტია   “Bossa Nova White” 1.2 ძრავით  69 ცხენის ძალით, Lounge-ის დონის კომპლექტაციით, პერსონალიზირებულია უმბრიელი ოსტატის და ტალანტის სტეფანო კონტიჩელის მიერ, რომელმაც ტყავის გამოყენებით იცის თუ როგორ გამოხატოს იტალიური პროდუქტის ბრწყინვალება, ისევე როგორც ახალი FIAT 500. ავტომობილს აქვს შერეული ფერის ექსტერიერი, ოქროს ნატურალური თაფლისფერი კონკრეტული მატერიალისთვის, რომელიც შემუშავებულია იმისათვის რომ: გაუძლოს სტიქიებს და გააძლიეროს ბრენდირებული ელემენტები: საბურავის დამცავები, უკანა ფარები, წინა ფარები და ქრომირებული საფარეები. საპიკნიკე კალათა რომელიც მიმაგრებულია საბარგულის კარზე დამზადებულია იგივე მასალით, რომლითაც ექსტერიერის სარკეებია დაფარული, წითელი ხე მაჰაგონი. ეს მასალები ცისფერ პროფილთან ერთად ასევე წარმოდგენილია ცნობილ RIVA-ს ბრენდის იახტებზე. პრესტიჟული საქველმოქმედო საღამო, რომელიც პირველად გაიმართება, იქნება ხელოვნების და გასტრონომიის შერწყმა და იქნება უამრავი ცნობილი სახე, საერთაშორისოდ აღიარებული მხატვრები, ყველა ვინც ხელს უწყობს ეთიკისა და ადამიანის უფლებებს. საღამოს წარუძღვება რობერტ კენედის ქალიშვილი კერი კენედი, მსახიობი და “რობერტ ფ. კენედის სახელობის ევროპის ადამიანთა უფლებათა დაცვის” ფონდის პრეზიდენტი და დამფუძნებელი. მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყება აუქციონი: ათ ლოტად, პრესტიჟული ხელოვნების ნამუშევრები, მათ შორის ამერიკელი ფოტოგრაფის ჰარიბენ სონის ფოტოსერიები და ასევე მიქელანჯელო პისტოლეტოს ნამუშევარი.

საღამო გაგრძელდება გალა ვახშამით, ჩაფიქრებულია რომ დატოვოს დაუვიწყარი მოგონება და გემო 200-ზე მეტ მოწვეული სტუმრისთვის, მათ შორის მსახიობი მარტინ შინი და მრავალი იტალიელი, როგორიც არის მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგია სურინა. მენიუ შედგენილია გასტრონომიულად გენიოსი გუალტიერო მარჩესის მიერ და აღსანიშნავი იქნება იტალიური სამზარეულოს სიდიადე.

საღამოს განმავლობაში კიდევ 30 ლოტად იქნება. სადაც ჩუმი აუქციონის სისტემით ციფრული მოწყობილობების გამოყენებით შეეძლებათ ფასების შეთავაზებას ას სასურველ ნამუშევარზე. აუქციონი გაფორმებული იქნება ილარია დელლაბიდიას მუსიკით და ასევე წაიკითხავენ ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველების ცხოვრებასა და ნაშრომების შესახებ. ბუნებრივია ფონდის მიერ განხორციელებული აქტივობების მიზანია ხელი შეუწყოს ტოლერანტობას

სიახლე ფიატისგან