ახალი ამბები

FCA 2015 გამოფენაზე მილანში – ცვლილებები გარემოში

04 June 2015

NEWS 3

მსოფლიო გარემოს დაცვის დღის აღსანიშნავად, FCA–2015 წლის მილანის გამოფენის გენერალური პარტნიორი ორგანიზებას გაუწევს მრგვალი მაგიდის შეკრებას თემაზე: “გარემოს ცვლილება და ინოვაციები”. შეკრების სპიკერები იქნებიან ექსპერტები გარემოს დაცვის და ენერგეტიკის საკითხებში, ხოლო FCA წარადგენს ავტოსამყაროში პირველ მობილურ აპლიკაციას, რომელიც სახალისო თამაშის სახით ითვლის ავტომობილის მფლობელის პასუხისმგებლობას პლანეტის რესურსების გამოყენების კუთხით.

“გარემოს ცვლილება და ინოვაციები” გაიმართება 5 ივლისს, რომელიც სიმბოლურად აღინიშნება როგორც გარემოს და პლანეტის რესურსების დაცვის დღე. ღონისზიებაზე მაქსიმალურად იქნება წარმოჩენილი FCA მიერ წლების განმავლობაში ამ მიმართულებით შესრულებული აქტივობები და ჩართულობა, რაც კარგად აისახება კომპანიის 165 ქარხანაში მსოფლიოს მასშტაბით წარმოების მაღალი ხარისხის სტანდარტების დანერგვით და ამკუთხით 3.7 მილიონი ევროს დახარჯვით მხოლოდ 2014 წელს. ბოლო 6 წლის განმავლობაში FCA მსოფლიოს Dow Jones Sustainability Index (DJSI) მაღალ მაჩვენებელს ატარებს, ასევე ერთერთი ლიდერი კომპანიაა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით (CDLI) (CPLI).

მრგვალი მაგიდის შეკრება გაიმართება ყატარის პავილიონში, რომელიც შერჩეულ იქნა გარე ტერიტორიის გამო, საგამოფენო სივრცეში დიდი ბულვარის არსებობის გამო. 5:30-დან “Oryx Theatre” მისცემს საშუალებას გამოფენის სტუმრებს მონაწილეობა მიიღონ დებატებში. სპიკერებს შორის იქნებიან Daniele Forni, რომელიც წარადგენს იტალიის საწვავის რაციონალურად გამოყენების ფედერაციის უფროსი, Katharina Luetkehermoeller CDP-ს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ბოლო 14 წლის მანძილზე აქტიურად მოღვაწეობს გარემოში კლიმატის ცვლილებების შემცირებაზე; Fabio Iraldo, გარემოს წინაშე პასუხისმგებლობის ექსპერტი მილანის ბოკონის უნივერსიტეტიდან.

5 ივნისს პირველი მობილური აპლიკაცია გამოჩნდება FCA-ს ვებ-გვერდზე fcagroup.com და სოციალური მედიის გვერდებზე. აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება გადმოსაწერად უფასოდ შემდეგ ბმულზე: http://www.fcagroup.com/sustainabilityapp ანდროიდის და iOS პროგრამების ტაბლეტებისა და სმარტფოუნებისთვის. აპლიკაცია შეიცავს ინტერაქტიულ თამაშს, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის მიერ პლანეტის რესურსების, კერძოდ წყლის მოხმარების დონეს.

ტურინი, 4 ივნისი 2015

სიახლე ფიატისგან