დიზაინი

დიზაინი

მასალა განკუთვნილია მხოლოდ დემო მიზნისთვის

ატარე მაქსიალური სიამოვნებით, ფიატის სტილია

მინიმალისტური დიზაინი სამი კომპონენტისგან შედგება: სტილი, პრაქტიკულობა და სიამოვნება. მნიშვნელოვანია გამოიყურებოდეთ კარგად, აქედან გამომდინარე, ჩვენი ყველა ავტომობილი შექმნილია იმისთვის რომ ყველა გამვლელმა გახედოს მათ. მაგრამ ეს ყველაფერი როდია: ჩვენ ისინი ავღჭურვეთ ინოვაციური ელემენტებით, რათა თქვენი მოგზაურობა მარტივი, უსაფრთხო და უფრო საინტერესო იყოს. ტურინელმა დიზაინერებმა შექმნეს ჩვენი რამდენიმე ყველაზე ცნობილი ავტომობილი Pininfarina’s 124 Sport Spider, და იტალდიზაინის მიერ შექმნილი Cinquecento. Fiat 500 მიიღო ევროპის ყველაზე პრესტიჟული დიზაინის Compasso d’Oro-ს ჯილდო. თანამედროვე ფიატის დიზაინი არის ათასწლეულებზე დაფუძნებული ცოდნისა და ნოუჰაუს შედეგი.

ფიატ ცენტრო სტილი

ფიატ ცენტრო სტილი ჩვენი კრეატიული სახლია. ის დაფუძნდა ტურინში, ინდუსტრიული დიზაინის მსოფლიო დედაქალაქში. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი იდეები ხორცს ისხამენ. ეს ადგილი ფიატის ისტორიის ნაწილია. წლების მანძილზე ჩვენ ვქმნიდით სპორტულ, კლასიკურ, რევოლუციურ, მხიარულ და მდიდრულ ავტომობილებს. 1957 წელს ჩვენ შევქმენით ფიატ 500 – თანამედროვე მდიდრული დიზაინის სახატე. 1956 წელს შევქმენით რევოლუციონერული და ორიგინალური მოდელი Multipla, ხოლო მისი თანამედროვე ვერსია 1998 წელს წარვადგინეთ. 2012 წელს ჩვენი მანქანების ვრცელი ჩამონათვალი მოიცავდა ფიატ 500, ქალაქისთვის განკუთვნილ Panda-ს და 500L. თითოეული მათგანი ჩვენი მთავარი ფილოსოფიის მატარებელია.

ახალი პანდა

შექმნილი ქალაქისთვის

ახალი პანდა ქალაქზე ორიენტირებული დიზაინია და ყველა ტიპის მოგზაურობისთვის გათვლილი ინტერიერის კომბინაციით ხასიათდება. მოემზადეთ მხიარული მგზავრობისთვის ქალაქში თუ ტრასაზე.

წრეები და მოედნები

ახალი პანდა შექმნილია მოედნებზე და წრეებზე კომფორტული მოძრაობისთვის. ისინი აეროდინამიულად ეფექტურები არიან, შესაბამისად საწვავს ეფექტურად მოიხმარენ. აცალი პანდას ინტერიერი ძალიან მოცულობითი და კომფორტულია, მასში ყველაფერი თავის ადგილას არის.

ფიატ 500

ლა დოლჩე ვიტა

გეცნობით? ახალი ფიატ 500 ორიგინალის გლამურული და თანამედროვე რიმეიქია. საუკეთესოა რივიერაზე ან ლამაზი მაღაზიების გაყოლებაზე გასასეირნებლად.

ყველაფერი დეტალებშია

ფიატ 500 რეტრო გლამურის და თანამედროვეობის კომბინაციაა. ვინტაჟური სტილის საჭე ნამდვილი კლასიკაა. შიდა ინტერიერი თანამედროვე და ელეგანტურია. 14 ულტრათანამედროვე ფერთა გამა საშუალებას მოგცემთ საუკეთესო არჩევანი გააკეთოთ

ფიატ 500L

უფრო დიდი უკეთესია

მუდამ ახალგაზრდა ფიატ 500-ს ახლა უკვე უფროსი ძმა ყავს. ეს არის ავტომობილი, რომელშიც გაერთიანებულია მოცულობა და სტილი, რომელშიც MPV -ს პრაქტიკულობა ერწყმის სუპერმოდელის ვიზუალს. მიესალმეთ ფიატ 500L-ს; დაამტკიცეთ რომ გაზრდა არ ნიშნავს დაბერებას

გაანათეთ თქვენი ცხოვრება

ყოველთვის გსურდათ მსოფლიოს სტილი გენახათ? პანორამული ფანჯრებით, შუშის ჭერით და მოცულობითი ინტერიერით თქვენ და კიდევ 4 ადამიანი საუკეთესო მგზავრობას გამოცდით.

სიახლე ფიატისგან