მომავალი თუ აწმყო? – Fiat-ის ხედვა
ეს კომპაქტური კროსოვერის ტიპის ელექტრო კონცეფცია შექმნილია ეკოლოგიური და მდგრადი გადაადგილებისთვის. მისი მთავარი ინოვაციაა მოდულური იატაკი, რომელიც მორგებულია ბატარეების სხვადასხვა კომბინაციაზე.
იატაკში შესაძლებელია ოთხი ბატარეის მოთავსება, თითოეული დაახლოებით 100 კილომეტრის სვლადობით. სურვილის შემთხვევაში დამატებითი, მეხუთე ბატარეა თავსდება წინა და უკანა სავარძლებს შორის. რაც კიდევ უფრო ზრდის მის შესაძლებლობებს.
2020 წელს Fiat-მა წარმოადგინა სრულად ელექტრო Nuova 500, რითაც დაიწყო ქალაქის ტრანსპორტის ახალი, ეკოლოგიური ეპოქა.
ელექტრო ენერგია
როდესაც ელექტრომობილებზე ვსაუბრობთ, ფაქტობრივად მომავალზე ვფიქრობთ. ბევრი ქვეყანა უკვე აღიარებს მათ უპირატესობას და სპეციალური პროგრამებით ხელს უწყობს გავრცელებას.
ელექტრომობილები მუშაობენ მაღალი სიმძლავრის ბატარეებზე, რაც ამცირებს გამონაბოლქვს და ხმაურს. გამონაკლისია მხოლოდ სპეციალური ხმა, რომელიც ფეხით მოსიარულეებს აფრთხილებს.
ეს ავტომობილები Battery Electric Vehicle (BEV) კატეგორიას მიეკუთვნებიან, რადგან სრულად იყენებენ დატენვად ბატარეებს, რომლებიც იტენება როგორც საჯარო სადგურებზე, ისე სახლში.
ელექტრომობილების დამუხტვის დრო მნიშვნელოვნად განსხვავდება ბატარეის ტიპის, დამუხტვის მეთოდის და მისი ტევადობის მიხედვით.
ელექტრო ავტომობილების მთავარი უპირატესობები – შენთვის და გარემოსთვის:
1. უფასო პარკირება
ელექტრო ავტომობილების დაპარკინგება ქალაქში უფასოა.
2. ნაკლები ენერგიის ხარჯი
ელექტრო ავტომობილის დამუხტვა, როგორც წესი, უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ტრადიციული საწვავის გამოყენება.
3. მარტივი სამართავი
ქალაქში გადაადგილებისთვის იდეალურია: უზრუნველყოფს რბილ აჩქარებას და მარტივ მართვას ერთი პედლით.
4. ნაკლები ტექნიკური მოვლა
ელექტრო ავტომობილებს აქვთ მარტივი ძრავა და გადაცემათა სისტემა, ნაკლები მოძრავი კომპონენტი, რაც ამცირებს ტექნიკურ მომსახურებასა და სითხეების შეცვლის საჭიროებას.
დამუხტვის დრო და ხარჯი
ელექტრო ავტომობილის ბატარეის დამუხტვის დრო დამოკიდებულია ბატარეის ტევადობაზე, დამუხტვის სიმძლავრესა (kW) და თავად მანქანის დამტენის მაქსიმალურ შესაძლებლობაზე. მწარმოებლები მუდმივად მუშაობენ ბატარეების გაუმჯობესებაზე, რათა გაიზარდოს სავალი მანძილი და შემცირდეს დამუხტვის დრო. თანამედროვე ელექტრომობილების უმეტესობა იყენებს ლითიუმ-იონურ (Li) ბატარეებს, რომლებიც გამძლეობით გამოირჩევიან.
დამუხტვის კომფორტული გზა
ელექტრო ავტომობილის დამუხტვის დრო დამოკიდებულია ბატარეის ტევადობაზე, დამუხტვის სიმძლავრესა (kW) და მანქანის დამტენის მაქსიმალურ შესაძლებლობაზე.
ყველაზე გავრცელებული და მოსახერხებელი მეთოდი არის სტანდარტული დენის როზეტით დამუხტვა. უფრო სწრაფი დამუხტვისთვის შესაძლებელია სპეციალური Wallbox მოწყობილობის დაყენება სახლში ან სამუშაო ადგილზე, ან საზოგადოებრივი სწრაფი დამტენების გამოყენება. ქალაქებში განთავსებული სწრაფი დამტენები უზრუნველყოფს 50-დან 350 kW-მდე სიმძლავრეს.
საჯარო სადგურებში დამუხტვა შესაძლებელია როგორც ცვლადი დენით (კაბელის 2 და 3 რეჟიმი), ასევე მუდმივი დენით (კაბელის 4 რეჟიმი). საბოლოო დამუხტვის დრო შეიძლება მერყეობდეს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე.