500 L TREKKING

 FCA Importers – Fiat

500 L TREKKING

ქროსოვერის შეხედულება

500L Trekking აერთიანებს ტრადიციული 500-ის ნაკვთებს და ქროსოვერის შეხედულებას: ამაღლებული კუზაო, სპეციალური ბამპერები დამცავი ფარებით და სხვა მრავალი დეტალი: ატლასის დეტალები, გვერდითა დამცავი ზოლები ფოლადის ჩანართებით, გვერდითა პლინტუსები, სპეციალური ბამპერები და ტალახისგან დამცავი ფარები. აუცილებლად უნდა აღინიშნოს 17" ალუმინის დისკები, რომლებიც სტანდარტში მოყვება ავტომობილს.

01_cerchione
გასაოცარი ხედი

გასაოცარი ხედი

პანორამული ჭერი ყველა ადამიანს, ვინც 500L-ით მგზავრობს აძლებს საშუალებას დატკბნენ ცის ულამაზესი ხედებით. პანორამული ჭერის ზომა დაახლოებით 1.5მ2-ა.

გხვდება ორი ვერსი: ფიქსირებული და სქაიდომი, რომელიც იძლევა საშალებას ელექტრონულად ვამოძრაოთ სახურავი.

მცირე, მაგრამ დიდი

მცირე, მაგრამ დიდი

500L-ს სიტყვა პრაქტიკულობა ახალ სიმაღლეზე აჰყავს.

ის სულ რაღაც 4.15 მეტრია სიგრძეში, 1.78 მეტრი სიგანეში და 1.66 მეტრი სიმაღლეში, თუმცა ამის მიუხედავად მგზავრებს საკმაოდ დიდ სივრცეს და კომფორტს სთავაზობს, ამასთანავე უმარტივესია დასაპარკინგებლად.

ენერგიული ფერები

ენერგიული ფერები

500L Trekking არის ძლიერი, დინამიური და ენერგიული. სწორედ ამიტომ მისი ფავორიტი ფერი არის ყვითელი. მაგრამ თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ დატკბეთ მისი 9 სხვადასხვა ფერით და ბევრი კომბინაციით.

01_interno-nero-marrone
კომფორტი და სივრცე

კომფორტი და სივრცე

მისი კეცვადი სავარძლები გაძლევთ საშუალებას, გადაიტანოთ 2.4 მეტრი სიგრძის მქნე ნივთები. საბარგულის მოცულობა გახლავთ 455 ლიტრი, რომელიც შეიძლება გახდეს 1480 ლიტრი, თუ გადავკეცავთ უკანა სავარძლებს. 500L Trekking გაძლევთ საშუალებას თან იქონიოთ ყველაფერი, რაც მოგზაურობას უფრო სახალისოს გახდის.

დალაშქრეთ გზა დიდი სიამოვნებით

დალაშქრეთ გზა დიდი სიამოვნებით

კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობა სტანდარტული M+S საბურავებით. თქვენ დიდი სიმარტივით შეძლებთ დალაშქროთ ყველაზე რთულად გასავლელი გზებიც კი.

გარე აქტივობა თუ მოდურობა?

გარე აქტივობა თუ მოდურობა?

500L Trekking არის ისეთი, როგორიც გინდათ რომ იყოს. შეიგრძენით ბუნების გარემოცვა ნაცრისფერი ინტერიერითა და ყავისფერი ეკო-ტყავის ჩანართებით ან გამოსცადე მოდური შარმი შავი ინტერიერითა და თეთრი ეკო-ტყავის ჩანართებით.