ქრომირებული ატლასის დეტალები
კარის სახელურები და გარე ნაკვთები ფიატ 500X-ის სოლიდურ და off road ხასიათს კიდევ უფრო ამძაფრებს.
კარის სახელურები და გარე ნაკვთები ფიატ 500X-ის სოლიდურ და off road ხასიათს კიდევ უფრო ამძაფრებს.
სპეციალური ფინიშით.
500X Off-Road Look-ს ალუმინის დისკების დიდი არჩევანი აქვს. 17″ მუქი ნაცრისფერი, 18″ ორფერიანი მუქი ნაცრისფერი, 18″ ალმასისფერი
საჭე ქმნის შესანიშნავ პირობებს მანქანის სამართავად. სალონის შიდა ინსტრუმენტები, 3 წრიული ელემენტით არის ისტორიული 500-ის ნაწილი. მთავარი შემადგენელი ნაწილი ამ ინსტრუმენტების პანელის არის 3,5 ინჩიანი მონიტორი, რომელიც მძღოლს ამარაგებს ყველა საჭირო ინფორმაციით.
ალუმინის ტექსტურით გაფორმებული სკამებს შორის მანძილი აღჭურვილია MoodSelector™ საკონტროლო სისტემით და ელექტრონული პარკირების მურუჭით, რომელიც ტრადიციულ ხელის მუხრუჭს ცვლის. იგი არის ადვილად გამოსაყენებელი და ათავისუფლებს დიდ სივრცეს სკამებს შორის.
ფიატ 500X აგრეთვე უზრუნველყოფს ოპტიმალურ ფუნქციონალურობას სხავდასხვა სათავსო განყოფილების დახმარებით, რომლებიც სამგზავრო განყოფილებაში მდებარეობს. მაგალითად 4 განყოფილებიანი კარის ჯიბეები, მოცულობითი სათავსო უჯრა და სკამებს შორის განთავსებული ორი ცალი ჭიქის დამჭერი.
მოცულობითი და მოძრავი – მისი მოცულობა 350 ლიტრიდან შეიძლება გაიზარდოს 1000 ლიტრამდე თუ გადავკეცავთ უკანა სავარძელს. შეგვიძლია დავაყენოთ დასაკეცი საწოლი, რომლის სიმაღლეზე რეგულირებაც იქნება შესაძლებელი.
საბუქსირე შესაძლებლობა
შესაძლებელია მაქსიმუმ 1200კგ-ის ბუქსირზე ჩაბმა