
Qubo მხოლოდ ფორმით არ გამოირჩევა. ეს არის ავტომობილი ორიგინალური და მხიარული ნაკვთებით, რომელიც გთავაზობთ ქალაქის მანქანის კომპაქტურობას და დიდსატვირთო განყოფილებას. დიზაინი, რომლის რომელიმე კატეგორიისთვის მიკუთვნება შეუძლებელია. ეს გახლავთ Qubo.
როკერი, სნოუბორდერი თუ კინოლოგი? ადგილი არის ყველასთვის. უკანა სავარძლის დაკეცვის საშუალებით, თქვენი ავტომობილი კიდევ უფრო ტევადი შეგიძლიათ გახადოთ. და თუ ესეც არ არის საკმარისი, უბრალოდ შეგიძლიათ ამოიღოთ სკამები.
650 ლიტრამდე საბარგო განყოფილება პატარა პიკნიკისთვის და 2500 ლიტრამდე ვიქენდზე ტურში წასასვლელად. Qubo გაძლევთ საშუალებას, მოირგოთ სივრცე ისე, რომ დააკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნილებები.