შეიარაღებული Qubo, ადგილი უსაფრთხოებისთვის

Qubo-ს აქვს სპეციალური წინა ბამპერი და სამგზავრი განყოფილება, რომელიც დაცულია სპეციალური ზონებით, რომლებიც თავისმხრივ ამცირებენ დარტყმის ძალას.

ტექნოლოგია და უსაფრთხოება, QUBO-ს სტილი

დღევანდელი გეგმები: პარიზი-პეკინი ან კუთხეში მდებარე სუპერმარკეტი? ყოველი მგზავრობა არის მხიარული თუ ისე ხარ აღჭურვილი, როგორც Qubo.

TOMTOM ნავიგაციის სისტემა და BLUE&ME™ ტექნოლოგია

მიხვედი დანიშნულების ადგილას და ადგილზე ვერავის ნახულობ? Qubo ერთმანეთს უთავსებს TomTom-ის ნავიგაციის

შესაძლებლობებსა და Blue&Me™-ის ფუნქციონალურობას. დარეკე, იპოვე შენი დანიშნულების ადგილი და გახადე ცხოვრება უფრო მარტივი.

ინოვაციური TRACTION+ სისტემა

Qubo-მ იცის როგორ დაძლიოს ყველაზე რთული ზედაპირები მხოლოდ ცალი ხიდით. Traction+ სისტემა უზრუნველყოფს უკეთეს მოჭიდებას და Qubo-ს უგზოობის ავტომობილის გამავლობას აძლევს.

DUALOGIC სიჩქარეთა კოლოფი

Qubo-ს Dualogic რობოტიზირებული სიჩქარეთა კოლოფით, თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ მგზავრობით და მოიხმაროთ კიდევ უფრო ცოტა საწვავი.

DEADLOCK

თავისი DeadLock ჩაკეტვის სისტემით, Qubo გაძლევთ საშუალებას დეაქტივაცია გაუკეთოთ ყველა კარის ჩამკეტს, რაც შეუძლებელს ხდის მათ გაღებას, შიგნიდანაც კი.