იტალიის ფერები
თქვენი ფერადი მეგზური
აღმოაჩინეთ ახალი Fiat 600 Hybrid - ავტომობილი, რომელიც ფერებითაც გამოხატავს თქვენს ხასიათს. აირჩიეთ ფერი, შთაგონებული მზით, მიწით, ცით ან ზღვით და გაალამაზეთ ყოველი მოგზაურობა.
შინაგანი ჰარმონია
ფერების თერაპია
Fiat 600 Hybrid ქმნის ფერებით სავსე გარემოს.
ქრომოთერაპიის სისტემა აერთიანებს 8 ფერს სალონის განათებისთვის და 8 ფერს რადიოსთვის - რაც საშუალებას გაძლევთ შექმნათ საკუთარი განწყობის შესაბამისი ატმოსფერო სალონში.
კომფორტული მგზავრობა
ახალი Fiat 600 Hybrid უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს მგზავრობისას. მასაჟის ფუნქციით აღჭურვილი სავარძელი საშუალებას გაძლევთ მოირგოთ პოზიცია სურვილისამებრ და ისარგებლოთ გათბობის სისტემით — სრულად მოდუნებული და სასიამოვნო მგზავრობისთვის.
უსაფრთხოება
ექსტერიერი
გამორჩეული დეტალები
ახალი Fiat 600 Hybrid-ის ყოველი ელემენტი შექმნილია იმისთვის, რომ გამორჩეულად გამოიყურებოდეს. პრიალა შავი სარკის კორპუსები და ნისლის ფარების ჩარჩოები დამატებით ელეგანტურობას სძენს დიზაინს და ხაზს უსვამს მის დახვეწილ ხასიათს.
სტილი, რომელიც ყველას ყურადღებას იპყრობს
18''-იანი ალუმინის დისკებით ახალი Fiat 600 Hybrid გზაზე მყისიერად იპყრობს თვალს. დამახასიათებელი ფინიშები კიდევ უფრო უსვამს ხაზს მის თანამედროვე და დინამიკურ დიზაინს, ხოლო ელეგანტური დეტალები მას განსაკუთრებულ იერსა და თავდაჯერებულობას მატებს.
LED განათება
გამოანათე გარემო შენი ახალი Fiat 600 Hybrid-ის წინა და უკანა LED ფარებით - სტილი, რომელიც ყოველ კილომეტრზე იგრძნობა.
ინტერიერი
სტილი და კომფორტი მართვისას
სტილი იგრძნობა თითოეულ დეტალში - რბილი საფარით დაფარული საჭე ამის ნათელი მაგალითია. მისი კომფორტული ტექსტურა უზრუნველყოფს სასიამოვნო მართვის გამოცდილებას.