Fiat 600 La Prima
ნამდვილი Dolcevita კონცეფცია
ახალი 600 La Prima-ს სალონში იგრძნობთ ნამდვილ იტალიურ ცხოვრების სტილს და აღმოაჩენთ Dolcevita-ს ნამდვილ არსს. როგორც ფლაგმანური ვერსია, ახალი Fiat 600 გთავაზობთ 100-მდე ექსკლუზიურ და აქამდე არნახულ მახასიათებელს. სრულყოფილი კომპლექტაციით, 600 La Prima აერთიანებს უმაღლეს კომფორტს, თანამედროვე ტექნოლოგიასა და დახვეწილ სტილს.
600 La Prima
• 18'' ალუმინის დისკები
• ხელოვნური ტყავი (სპილოს ძვლის ფერი)
• სავარძლები მასაჟის ფუნქციით
• მატი სპილოს ძვლის ფერის პანელი
• Hands-free საბარგული (ავტომატური გახსნა/დახურვა)
• უსადენო დამტენი
• ფერების თერაპია
• ჭკვიანი ცენტრალური კონსოლი
კომფორტული მგზავრობა
თქვენი კეთილდღეობა ჩვენთვის პრიორიტეტია: ერთი შეხებით შეძლებთ უფრო მსუბუქად მართვას და სრულად განტვირთვას — მძღოლის სავარძელში ინტეგრირებული მასაჟის ფუნქცია კი დამატებით კომფორტს შემოგთავაზებთ.
ფერების თერაპია
გააუმჯობესეთ თქვენი განწყობა ახალი 600-ის „ფერების თერაპიით“! თქვენ გეძლევათ 64 სხვადასხვა კომბინაციის არჩევის შესაძლებლობა — რაც ნიშნავს 64 გზას, რომ თითოეული დღე განსაკუთრებული გახადოთ.
შთამბეჭდავი დიზაინი
ახალი 600 La Prima განსხვავებული და ელეგანტურია. თავისი დახვეწილი იერსახით ის აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას ყველგან, სადაც გამოჩნდება.
18” სტილის დისკები
ახალი 600 La Prima შთამბეჭდავი და ელეგანტურია, ხოლო მისი 18”-იანი ალუმინის დისკები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ განსაკუთრებულ სტილს.
ექსტერიერი
ახალი 600 La Prima შთამბეჭდავია როგორც გარედან, ისე შიგნიდან. ინტერიერის „ქრომოთერაპიის“ გარდა, შეგიძლიათ აირჩიოთ ოთხი კორპუსის ფერი, თითოეული იტალიური ბუნებით შთაგონებული.
ინტერიერი
გაიცანით ნამდვილი იტალიური Dolcevita ცხოვრების სტილი — პრემიუმ კლასის სპილოს ძვლის ფერის ინტერიერში, მოცისფრო დეტალებითა და FIAT-ის მონოგრამით.
ტექნოლოგია
უფრო უსაფრთხო მგზავრობისთვის შევქმენით კიდევ უფრო დახვეწილი უსაფრთხოების სისტემა. მაგალითად, ახალ 600 La Prima-ს სტანდარტულად მოჰყვება Drive Assist (Level 2 Assisted Driving), რაც მართვისას უზრუნველყოფს მაღალ დონეს როგორც უსაფრთხოების, ისე დამხმარე ფუნქციების მხრივ.
მულტიმედიური სისტემა
„ფერების თერაპიის“ ფუნქციის წყალობით, შეგიძლიათ მოირგოთ ინტერიერის ატმოსფერო 64 კომბინაციით — 8 ინტერიერის განათების და 8 რადიოს ფერის არჩევით. გარდა ამისა, თქვენს საყვარელ მუსიკას მოუსმენთ 10'' Uconnect რადიოზე (NAV ნავიგაციით), 6 დინამიკიანი აუდიო სისტემით და ისარგებლებთ უსადენო მობილურის დამტენით.