Fiat Doblo

Doblo

დახვეწილი დიზაინი

სამგზავრო Doblò Diesel იდეალური არჩევანია ოჯახებისთვის, მცირე ბიზნესებისთვის და ყველასთვის, ვისაც სჭირდება კომფორტული და სივრცული ავტომობილი მრავალფეროვანი მიზნებისთვის. მისი ინტერიერი ადვილად გარდაიქმნება როგორც ტვირთის, ისე მგზავრთა გადაყვანის საჭიროებებზე მორგებულად. ამასთან, Doblò Diesel გამოირჩევა თანამედროვე და დინამიკური ფორმებით, რომლებიც ხაზს უსვამს მის მტკიცე ხასიათს. კომპაქტური ზომები იდეალურად ერგება ქალაქურ სივრცეს, ხოლო გამოკვეთილი დეტალები და დახვეწილი ფერები მას ელეგანტურ იერს ანიჭებს ყოველდღიური მგზავრობისთვისაც კი.

პერფორმანსი

ძლიერი და ეკონომიური დიზელის ძრავა

Fiat-ის გამოცდილი დიზელის ძრავა აერთიანებს გამძლეობასა და ეკონომიურობას. დაბალი საწვავის ხარჯი, მაღალი ბრუნვის მაჩვენებელი და გლუვი მუშაობა უზრუნველყოფს ეფექტურ მგზავრობას ქალაქშიც და გრძელ მანძილზეც.

ენერგია მოძრაობაში

DOBLO წარმოდგენილია 1,2 დიზელის ტურბინირებული ძრავით. იგი გამოიმუშვებს 90 ცხენის ძალას, რაც ავტომობილს ბევრად მოქნილს და სხარტს ხდის, ამავდრულად საწვავის ხარჯს ამცირებს 5,3 ლიტრამდე.

ექსტერიერი

ძლიერი ბამპერები

იცავს მანქანას ყოველდღიური დაზიანებისგან და უზრუნველყოფს დამატებით გამძლეობას.

პრაქტიკულობა

მარჯვენა გვერდითა გასაცურებელი კარი უზრუნველყოფს მაქსიმალურ პრაქტიკულობასა და კომფორტს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ინტერიერი

ფუნქციური ინტერიერი

ინტერიერი გამოირჩევა მრავალფუნქციური სივრცეებით და ერგონომული დიზაინით. მისი უკანა დასაკეცი სავარძლები უზრუნველყოფს სატვირთო ფართის მაქსიმალურად პროდუქტიულ გამოყენებას.

მაქსიმალური კომფორტი

სპეციალურად შემქნილი სავარძლები უზრუნველყოფს მძღოლისა და მგზავრის კომფორტს მთელი დღის განმავლობაში, რაც მგზავრობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

უსაფრთხოება

magic view camera

სისტემური უსაფრთხოება გზაზე

VDC + ABS + EBD + ASR/MSR + Hill Holder სისტემა უზრუნველყოფს ავტომობილის სტაბილურობას და კონტროლს რთულ გზებზე. ის აფერხებს ბლოკირებას, მართავს ბრუნვის კონტროლს და უზრუნველყოფს უსაფრთხო ასვლას ბილიკზე.

trailer stability

წინა ფარების სიმაღლეზე რეგულირება

დობლოს დიზელის ვერსია აღჭურვილია წინა ფარების სიმაღლის რეგულირების ფუნქციით, რომელიც მძღოლს საშუალებას აძლევს, ფარების კუთხე მოარგოს გზისა და დატვირთვის პირობებს. ეს ფუნქცია აუმჯობესებს ხილვადობას და ზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას.

hill start assist

მძღოლის უსაფრთხოების ბალიში

დობლოს დიზელის ვერსიას აქვს მძღოლის უსაფრთხოების ბალიში, რომელიც საჭიროებისას ავტომატურად აქტიურდება და ამცირებს დაზიანების რისკს. ეს სისტემა უზრუნველყოფს მძღოლის მაქსიმალურ დაცვას და ზრდის საერთო უსაფრთხოების დონეს მართვისას.

სამუხრუჭე დისკის ვენტილაცია

დობლოს დიზელის ვერსიას აქვს სამუხრუჭე დისკების ვენტილაციის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ გაგრილებას მუხრუჭების გამოყენებისას. ეს ხელს უწყობს მუხრუჭების მუშაობის სტაბილურობას და ზრდის უსაფრთხოებას ინტენსიური მართვის დროს.