დაბადების დღეს ვულოცავთ Fiat 500-ს

დაბადების დღეს ვულოცავთ Fiat 500-ს

გუშინ საღამოს დაიწყო ნიშური Fiat 500-ის 62-ე დაბადების დღის დღესასწაულის აღნიშვნა.

პირველებმა ვინც წელს Fiat-ის ნიშურ მოდელს დაბადების დღე მიულოცა იყვნენ მირაფიორის ქარხნის თანამშრომლები და 500 მფლობელები, რომლებმაც თავიანთ გმირ ავტომობილებთან ერთად, ლინგოტტოს ქარხნის სახურავზე ტურინში გამოსახეს სიტყვები “HAPPY BIRTHDAY 500“.

„დაბადების დღეს ვულოცავთ იტალიის და მთელი ევროპის უსაყვარლეს ავტომობილს!, ამბობს ლუკა ნაპოლიტანო, EMEA Fiat-ისა და Abarth-ის ხელმძღვანელი. 500-ის არსებობის პერიოდში ჯამში 6 მილიონია გაყიდული, ხოლო მისი განახლებული მოდელი, რომელიც 2007 წელს განახლდა 2 მილიონი. Fiat 500 ევროპის ლიდერია ქალაქის ავტომობილების სეგმენტში და FCA-ს ბესტსელერი ავტომობილი ბოლო 2 წლის განმავლობაში. ყველაფერი ეს ნათლად აჩვენებს როგორ სიყვარულს გრძნობენ ადამიანები 500-ის მიმართ“.

100 ავტომობილის ფერადმა სპექტრმა დააბრუნა Fiat წარსულში, 50’იან წლებში ზუსტად იმ შენობის სახურავის საცდელ ტრეკზე, სადაც იგი პირველად გამოცადეს და სანამ იგი მთელს მსოფლიოს დაიპყრობდა. იშვიათი 2007 წლის 500 Cappellini, 2010 წლის 500 Blackjack, 2010 წლის 500C Twin Air,  ექსკლუზიური 2014 წლის 500C GQ, 2011 წლის 500 Gucci,  2016 წლის 500 Riva, 2009 წლის Abarth 695 Tributo Ferrar, 2010 წლის 500C by Diesel, წელს კი უკვე 120-ე ახალ სადღესასწაულო 500-ის სერია. ეს არის ავტომობილების ჩამონათვალი, რომელიც იდეალურად შეესაბამება 500-ის სტილს და მათ შეავსეს Lingotto-ს ქარხნის სახურავი სადღესასწაულო ფერებით და გაანათეს ღამე ათასობით მრავალფეროვანი ანარეკლებით.

4 ივლისი ყოველთვის გვთავაზობს განსაკუთრებულ საოცარ დღესასწაულს 500-ის დაბადების დღის აღსანიშნავად. წელს, ისევე როგორც წინა წლებში 500-მა წარმატება კვლავ გაიმეორა, შევიდა რა ნიუ იორკის MoMa-ში, იგი გახდა ხელოვნების ნიმუში, დაიპყრო კინოს სამყარო ადრიენ ბროდისთან ერთად 2017 წელს, რომ აღარაფერი ვთქვათ კატეგორიაში გინესის მსოფლიო რეკორდის მოხსნაზე 2015 წელს… წელს კი ლეგენდარული „ჩინკვეჩენტოს“ დაბადების დღე მიზნად ისახავს გააძლიეროს ღრმა კავშირი Fiat-ის ისტორიულ ქარხანას, Fiat 500-სა და ქალაქ ტურინს შორის, სადაც 120 წლის წინ დაიბადა “Fabbrica Italiana Automobili Torino”.

Lingotto-ს ქარხნის ინაუგურაცია მოხდა 1923 წელს. მისი თანამედროვეობა და ელეგანტური ვერტიკალური სტილი დღესაც აღფთოვანებას იწვევს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავია ქარხნის სახურავზე არსებული ავტომობილების გამოსაცდელი უნიკალური ტრეკი.

ტურინი, 4 ივლისი 2019