ოლივიე ფრანსუა FIAT 500-ის საჭესთან: პირველი Test Drive-ის მსოფლიო პრემიერა.

ოლივიე ფრანსუა FIAT 500-ის საჭესთან: პირველი Test Drive-ის მსოფლიო პრემიერა.

  • Fiat Brand Global-ის პრეზიდენტმა – ოლივიე ფრანსუამ ისაუბრა FIAT 500-ის ახალ ”la Prima” ვერსიაზე და მის პირველ ტესტ დრაივზე.

    ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ ბმულზე (link)

  • მომავალი წლიდან FIAT 500 „la Prima”-ს შეკვეთა ხელმისაწვდომი იქნება FIAT-ის  ყველა ოფიციალურ დილერთან.

 

იმისთვის, რომ მანქანა ზუსტად შეიგრძნო, აუცილებელია თავად მართავდე მას. დაათვალიერეთ დიზაინი, გაეცანით ინტერიერს, მოირგეთ სავარძელი, შეეხეთ საჭეს და დაიწყეთ ავტომობილის მართვა.
ვიდეოში წარმოდგენილია პირველი ტესტ დრაივი. ოლივიე ფრანსუას მიზანი იყო, რომ 500-ის ყველა თაყვანისმცემელს გამოეცადა ახალი „la Prima” ტურინის სიმბოლური ადგილების გავლით. სწორედ იმ ადგილების, რომლებმაც ისტორიაში შეიყვანეს Fiat-ის სახელი.

„ჩვეულებრივ, ჩვენ ახალი მანქანის ტესტირების პირველ წუთებს არ ვაშუქებთ. მაგრამ ახალი 500-სთვის, გადავწყვიტეთ ეს ემოცია თქვენთვისაც გაგვეზიარებინა. ეს იყო განსაკუთრებული მომენტი… ახალი კონცეფცია შედგა! გუნდურმა მუშაობამ ფიზიკური ფორმა მიიღო!“ – თქვა ოლივიე ფრანსუამ,

ეს საოცარი მოგზაურობა დაიწყო მირაფიორის ქარხნიდან, ადგილიდან, სადაც ახალი Fiat 500 შეიქმნა. 81 წლის განმავლობაში, მირაფიორის კომპლექსმა უდიდესი წვლილი შეიტანა იტალიის და მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაში. ტურინის ქარხანა გაიხსნა 1939 წელს. ეს პერიოდი იყო Fiat-ის თანამედროვე ავტომობილების წარმოების დასაწყისი და დღეს ტურინის ქარხანა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ავტომობილების მწარმოებელია ევროპაში.

ახალი Fiat 500-ის აწყობისას დაახლოებით 1200 ადამიანი ერთდროულად დასაქმდება ქარხანაში. წლის განმავლობაში იგეგმება ჯამურად 80 000 ერთეული ავტომობილის წარმოება, რაოდენობა გაიზრდება საჭიროებისამებრ. საერთო ჯამში ახალი პროექტი წარმოადგენს 700 მილიონი ევროს ინვესტიციას. ახალი Fiat 500-ის დიზაინი და ძრავა შეიქმნა ტურინში. უფრო კარგად რომ ვთქვათ, ახალი 500 არის ნამდვილად „Made at FIAT” და „Made in Turin”.

პირველი Test drive-ის შემდეგი ლოკაცია იყო ლინგოტო – Fiat-ის ძველი ქარხანა გადახურული ტრასით – პირველი თაობის 500-ის ხარისხის ტესტირების ადგილი. ახლა ქარხანა მუზეუმად – პინეკოტა ანგელის არტ გალერეადაა გადაკეთებული. მისი მეოთხე სართული არის “Virtual Casa 500”-ის სამფლობელო. აქ მოეწყობა ონლაინ გამოფენა, რომელიც სრულად გაიხსნება 2021 წლის გაზაფხულზე.

ოლივიე ფრანსუას მოგზაურობა ახალი ელექტრო 500-ით გაგრძელდა რეგიონალური დედაქალაქის ბულვარებში, ალპების სათავეებში და დასრულდა მონტე დი კაპუჩინიში, ქალაქის ცენტრთან ახლოს, მდინარე პოს მარჯვენა სანაპიროზე, ქალაქის და ალპების სულის შემკვრელი ხედების ფონზე. “მკაცრი იზოლაციის დროს, ჩვენ ვისწავლეთ გარემოს პატივისცემა და რაც მთავარია, ამ გარემოს შენარჩუნებაც ჩვენზეა დამოკიდებული.“- აღნიშნა Fiat-ის პრეზიდენტმა.

კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიოთ ახალი 500: ის არის დახვეწილი, ინოვაციური, ეკოლოგიური და გარემოზე მზრუნველი ელეგანტური მანქანა. „la Prima” cabrio-ს შეკვეთები იტალიაში ივლისიდან გაიხსნა და მოიპოვა ბრწყინვალე წარმატება, რაც შეკვეთების სტაბილური ზრდით იყო განპირობებული.

ახალი 500 გამოირჩევა დახვეწილი პანორამული ლუქით, გაუმჯობესებულია კომფორტი ავტომობილის მართვისას. „la Prima”-ს უკანა მხარეს განთავსებული სპოილერი აუმჯობესებს აეროდინამიკას. მოდელი ხელმისაწვდომია სამ ექსკლუზიურ ფერში: Ocean Green – ოკეანის მწვანე, ფერის შთაგონება უკავშირდება ზღვას; Mineral Grey – ნაცრისფერი, რომლის შთაგონების წყაროც არის დედამიწა; Celestial Blue – ცისფერი, ამ ფერის შექმნის ინსპირაცია უკავშირდება ცას. ავტომობილი აღჭურვილია LED ფარებით, 17 ინჩიანი განახლებული დისკებით, ქრომირებული ჩანართებით და ეკოლოგიური ტყავის სავარძლებით.

სტანდარტულ აღჭურვილობაშია მძღოლის დამხმარე ყველაზე ინოვაციური სისტემა (ADAS), iACC (ინტელექტუალური ადაპტირებული კრუიზ კონტროლი), მოძრაობის ხაზის კვეთის ინდიკატორი. სიჩქარის ასისტენტი, რომელიც აკონტროლებს სიჩქარის ლიმიტებს და შესაბამის რეკომენდაციებს იძლევა. Urban Blind Spot  სისტემა გვერდითა სარკეებზე განთავსებული სამკუთხედის ფორმის მანათობელი სენსორით გაფრთხლიებთ ბრმა წერტილებიდან მანქანის მოახლოების შესახებ; ავტომობილი აღჭურვილია დამხმარე ასისტენტით, რომელიც გაძლევთ გაჩერების რეკომენდაციას გადაღლილობის დროს. 360°-იანი სენსორები პარკირებისას ან რთული მანევრირების შესრულებისას უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხოებას. 500 “la Prima” თავის სეგმენტში პირველი მანქანაა, რომელსაც გააჩნია მე-2 დონის ავტონომიური მართვა  და წარმოგიდგენთ ახალ UConnect 5 გასართობ სისტემას CarPlay-ს და Android Auto-ს მხარდაჭერით, მის კომპლექტაციაშია 7 ინჩიანი საინფორმაციო დისპლეი და 10.25 ინჩიანი სენსორული მონიტორი.

შემცირებულია დატენვის დრო: ლითიუმ-იონის 42 კვტ/სთ სიმძლავრის ელემენტებმა გაზარდა დიაპაზონი 320 კმ-მდე კომბინირებულ გზაზე, ხოლო 548 კმ-მდე ურბანულ გარემოში. დატენვის დროის ოპტიმიზაციისთვის, ახალი 500 „la Prima” აღჭურვილია DC სწრაფი დამტენით, რომელიც სტანდარტულად მოიცავს 85 კილოვატს. მაგალითად, მას მხოლოდ 5 წუთი სჭირდება (თითქმის იგივე დრო, რაც ყავის დალევას ვუნდებით), რომ მოიცვას ქალაქის პირობებში 30 კმ-ის გასავლელი ენერგია, ეს საშუალოდ, დღის განმავლობაში საჭიროზე მეტია. ამასთანავე სწრაფ დამტენს შეუძლია შეავსოს ელემენტები  80%-მდე 35 წუთის განმავლობაში.

ახალი 500 „la Prima” არის თანამედროვე სტილის და ტექნოლოგიების სინთეზი, იგი პირდაპირაა გათვლილი დიზაინის, კრეატიულობის და ინოვაციების თაყვანისმცემლებისთვის. ახალი 500 “la Prima” ვერსიის სრული რაოდენობა ჯერ კიდევ მაშინ გაიყიდა იტალიაში, როდესაც მხოლოდ ჯავშნის ფაზა იყო დაწყებული. სტატისტიკაზე დაყრდნობით ელექტრო FIAT 500 გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი, რადგან მისი წარმოების დაანონსებიდან მცირე მონაკვეთში კოლოსალურად დიდი რაოდენობის შეკვეთები დაგროვდა.

 

გჭირდებათ დახმარება? მოგვწერეთ,