ახალი ამბები

Fiat 500 -ის დაბადების დღის განსაკუთრებული საჩუქარი 500 -ის ექსკლუზიური ვერსია Fiat 500 Spiaggina ’58.

27 July 2018

20180728_fiat500

 

  • დღეს აღინიშნება როგორც FIAT- ის ნიშური მოდელის 60 წლის იუბილე, აგრეთვე სახელგანთქმული მოდელის 500 Jolly Spiaggina – დაბადების დღე, ლეგენდარული პატარა ავტომობილის სპეციალური ვერსია ახდენს “Dolce Vita” – ს სიმბოლიზაციას .
  • ორმაგი დღესასწაულისთვის, Fiat – ის ბრენდი წარმოადგენს ახალ ვერსიას 500 Spiaggina ’58-ს, რომელიც არის ექსკლუზიურად სპეციალური სერია გამორჩეულად მდიდრული დიზაინით.
  • ექსკლუზიური სერია წარმოებულია ლიმიტირებული რაოდენობით, სულ 1,958 ავტომობილი, ახალი Spiaggina ’58 არის ავთენტური მოდელი, რომელიც ხაზს უსვამს 500-ის მთავარ ღირებულებებს და წარმატების ფორმულას. შექმნილია  30 სპეციალური სერია ბოლო 11 წლის მანძილზე. 
  • Fiat-ის საინტერესო მუსიკალური ვიდეო რგოლი 500-ის მონაწილეობით “Volare”-ს თანხლებით, რომელიც  იტალიელმა კლასიკოსმა მომღერალმა დომენიკო მადუნიომ შეასრულა 1958 წელს სანრემოს ფესტივალზე.
  • FIAT- მა და კომპანია Pininfarina -მ წარმოადგინეს ერთობლივი ნამუშევარი 500C – კაბრიო. შეუდარებელი “Spiaggina by Garage Italia” ნამდვილი საგამოფენო ექსპონატია უნიკალური მახასიათებლებით რომელიც იმეორებს ძველი წლების ხასიათს თანამედროვე მსოფლიოში.

 

ზაფხული1958. კაპრის სანაპიროებზე მსუბუქი ნიავი უერთდება ახალ იტალიურ შედევრს ექსკლუზიურ 500 Jolly-ს, რომელიც ცნობილია “Spiaggina” -ს სახელით. გაყევით მას ახალ თავგადასავლებში “Dolce Vita”.

ზაფხული 2018. Fiat 500 დაბადებასთან დაკავშირებით, ნიშური “Spiaggina” ელეგანტურად აბრუნებს მოდელს ევროპის ყველაზე ცნობილ კურორტებზე. მისი ახალი ვიზუალი Fiat -ის ბრენდის ხასიათს უსვამს ხაზს. Spiaggina ’58 რაოდენობა ლიმიტირებულია, სულ 1,958 ერთეულია გამოშვებული, ახალი Spiaggina ’58 არის ავთენტური მოდელი, რომელიც ხაზს უსვამს 500-ის მთავარ ღირებულებებს და წარმატების ფორმულას.

Fiat-ი აღნიშნავს როგორც ლეგენდარული პატარა ავტომობილის დაბადების დღეს, აგრეთვე 60 წლის იუბილეს პირველი დაუვიწყარი 500 spiaggina – ს გამოშვებიდან, რომელიც გამოვიდა 1958 წელს და გახდა ტკბილი ცხოვრების “Dolce Vita”-ს სიმბოლიზაცია. ამ არაჩვეულებრივ მოდელს Fiat -მა მიუძღვნა განუმეორებელი მუსიკალური ვიდეორგოლი სიმღერით “Volare”, რომელიც იტალიელმა კლასიკოსმა მომღერალმა შეასრულა  1958 წელს.

ლუკა ნაპოლიტანო, EMEA – ს რეგიონის Fiat-ისა და Abarth-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს: “ახალი Spiaggina ’58 არის ჩვენი 500 -ისადმი და spiaggina -ს 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საჩუქარი. იგი ნამდვილი „დროის მანქანაა“,  რომელიც კარგად აღწერს Dolce Vita-ს პერიოდს თავისი ვინტაჟური ლოგოთი, საბურავებით, კაბრიო ვერსიითა და ორ ფერიანი ინტერიერით. აღსანიშნავია, რომ ეს ვერსია გამოდის სპეციალური ფერით Volare Blue.  ავტომობილის სახელი და ფერი გვაბრუნებს პირდაპირ 1958 წელს სანრემოს ფესტივალზე, როდესაც ახალგაზრდა დომენიკო მოდუნიომ და ჯონი დორელიმ შემოგვთავაზეს პირველი საჯარო გამოსვა და შეასრულეს ცნობილი სიმღერა “Volare”, რომელიც გახლავთ საუნდტრეკი Dolce Vita-ს ანუ ტკბილი ცხოვრების წლებიდან.

FIAT- მა და კომპანია Pininfarina -მ წარმოადგინეს ერთობლივი ნამუშევარი 500C – კაბრიო ვერსიაზე დაფუძნებული: შეუდარებელი “Spiaggina by Garage Italia” ნამდვილი საგამოფენო ექსპონატია უნიკალური მახასიათებლებით რომელიც იმეორებს ძველი წლების ხასიათს თანამედროვე მსოფლიოში.

ლაპო ელკანი, Garage Italia -ს თავმჯდომარე და კრეატიული დირექტორი: “ერთი დანახვით შეყვარება, გრძნობა , რომელიც ღრმად გულში და სულში გეჭრება. ეს სწორედ ის შეგრძნებაა რასაც განვიცდი 500-ის დანახვისას ან მისი მართვისას. მე შემიყვარდა ეს ავტომობილი როდესაც ვიყავი პატარა ბიჭი და როდესაც გავიზარდე გადავწყვიტე ამ სიყვარულის დაბრუნება, შესაბამისად გავაცოცხლეთ წარსული და მომხმარებელს შევთავაზეთ ვინტაჟური ახალი 500. 2007 წლიდან ყოველთვის ვცდილობ გავხადო 500 ინდივიდუალური და შევთავაზოთ მომხმარებლებს ახალი ვერსიები. Pininfarina-სთან შესრულებული კრეატიული ნამუშევარი განუმეორებელი ოსტატობის ნამდვილი შედევრია. მე ვამაყობ მიღწეული შედეგით და იმით, რომ ეს პროექტი იტალიაში შესრულდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი ავტომობილი ხალხისთვის გახდება გართობის იტალიური სტილის შთაგონების წყარო და გახდის ავტომფლობელებს უფრო მეოცნებეებს.“

ახალი  Fiat 500 Spiaggina ’58 სპეც. სერია

Fiat -ი აღნიშნავს იუბილეს ახალი Fiat 500 Spiaggina ’58 სპეც. სერიის გამოშვებით. მოდელი ლიმიტირებულად არის წარმოებული, სულ 1,958  ერთეული.  შესაძლებელია როგორც დახურული ასევე კაბრიოს ტიპის ვერსიის შეკვეთა. ახალი სპეც სერია არის გამორჩეული ფერის  Volare Blue, აქვს ტენტის გასახსნელი სახურავი და ვინტაჟური დიზაინის 16’’ ალუმინის დისკები, აქვს ქრომირებული კარის სარკეები, ვინტაჟური ლოგოტიპი და ამშვენებს ელეგანტური ქრომირებული იტალიური წარწერა: Spiaggina ’58.

იგივე კლასის და ელეგანტურობის მატარებელია მისი ინტერიერიც, ორიგინალური და ავთენტური დიზაინი დაწყებული წინა პანელით, რომელიც იგივე Volare Blue -ფერშია გადაწყვეტილი, ისევე როგორც თავად ავტომობილი, ორ ფერში შესრულებული სავარძლების დიზაინი,  მდიდრული ინტერიერი,  საჭეზე ვინტაჟური ლოგო. ახალი Spiaggina ’58 გვთავაზობს საუკეთესო ტექნოლოგიებს, აღჭურვილია სტანდარტულად Uconnect 7″ HD LIVE სენსორული მონიტორით, რადიო, Apple CarPlay და Android AutoTM,ტექნოლოგიით და Tom Tom ნავიგაციით. ავტომობილს ასევე აქვს 7’’ TFT დისპლეი, კლიმატკონტროლი, უკანა პარკირების სენსორები, სიმაღლეზე რეგულირებადი სავარძლები. 500 Spiaggina ’58 შესაძლებელია Euro 6 სტანდარტის შემდეგი ბენზინის ძრავების შერჩევა 69 ცძ 1.2 და 85 ცძ 0.9 TwinAir .

Fiat 500 კოლექცია ხდება უფრო მდიდარი და უფრო ექსკლუზიური

500 Spiaggina ’58 სპეც მოდელი შეემატა Fiat 500 – ების კოლექციას, Fiat 500 ყოველთვის იყო ტრენდული და ამავდროულად არასოდეს დაუკარგავს ინდივიდუალურობა. Fiat 500 ხაზს უსვამს ბრენდის ნიშას, მოდურობას, მდიდრულობას, ქარიზმას. მისი ლიმიტირებული ვერსიებია Diesel, Gucci, GQ , Collezione, Riva,  Abarth Rivale, 560, 500 Mirror და დღეს უკვე ამ ჩამონათვალს შეემატა 500 Spiaggina ’58, იმისთვის რომ გაგრძელდეს ნიშური 500-ის არაჩვეულებრივი ისტორია.

მისი პირველი ვერსია გამოვიდა 1957 წელს და წლების მანძილზე იგი იყო მასიური ავტომობილის სიმბოლო იტალიაში, Fiat 500 ხელახლა დაიბადა 2007 წელს, მისი დებიუტი მალევე გახდა გლობალური ფენომენი. მისი წარმატების დემონსტაციაა 2 მილიონ ერთეულზე მეტი ავტომობილის გაყიდვა 100-ზე მეტ ქვეყანაში. 500 ქმნის წარმატებას და ევროპაში მის სეგმენტში არის #1 ავტომობილი 2013 წლიდან. 2018 წელს ეს სტატუსი კვლავ განმტკიცდა, როდესაც 10 ძირითად ბაზარზე 500 კვლავ ლიდერის პოზიციაზეა. (დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ბელგია, შვეიცარია, პორტუგალია, საფრანგეთი, ავსტრია, სლოვენია, უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია.)  FIAT- ის ამ პატარა ქალაქის ავტომობილმა 2018 წლის პირველი 5 თვის მანძილზე თავისივე რეკორდი მოხსნა, FIAT 500 93’000 ზე მეტი ერთეული გაიყიდა ევროპაში.

* მთლიანობაში Fiat 500 და Abarth 500

“Dolce Vita”-ს სიმბოლიზაცია

მხოლოდ 1 წლის თავზე რაც 500 გამოვიდა იგი გახდა საკულტო ავტომობილი, მისი ექსკლუზიური მოდელი 500 Jolly ცნობილი როგორც Spiaggina  იწარმოებოდა 1958-დან 1965 წლებში და იყიდებოდა ევროპაში, ამერიკაში და სამხრეთ აფრიკაში. აღნიშნული ვერსია თითქმის ორჯერ უფრო ძვირი ღირდა ვიდრე ჩვეულებრივი ვერსია. 500 Spiaggina-მ  აღიარება ჰპოვა იმ დროისთვის გავლენიან წრეებში და მის მფლობელებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი სახეები როგორიც იყო დიდი მაგნატი არისტოტელე ონასისი, მსახიობი იულ ბრაინერი. 500 Jolly პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის პირად კოლექციასაც ამშვენებდა.

ერთ-ერთი განმასხვავებელი მახასიათებელი 500 Jolly-ის იყო ის რომ მას არ ქონდა კარი, აღჭურვილი იყო 2 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც გამოიმუშავებდა 22 ცძ. მაქსიმალური სიჩქარე კი იყო 105 კმ/სთ.

ვიდეო რგოლი ზაფხულის თავგადასავლებით

Fiat’s 500 , დაუვიწყარი სიმღერა “Volare” და იტალიის მშვენიერი სამხრეთის სანაპირო. რგოლში წარმოდგენილია ახალი Fiat 500 Spiaggina ’58 , რომელიც მიმზიდველად მოძრაობს იტალიის ულამაზეს სანაპიროზე “Volare”-ს თანხლებით. სიმღერა პირველად შეასრულა დომენიკო მოდუნიომ 1958 წელს სანრემოს ფესტივალზე. ვიდეო რგოლი დამზადებულია კრეატიული სააგენტოს ლეო ბურნეტის მიერ.

Spiaggina by Garage Italia

ნამდვილი იტალიური საგამოფენო შედევრი. Volare Blue -სა და მარგალიტისფერი თეთრის შერწყმა ინტერიერის თამამი და მოხდენილი გადაწყვეტილებაა. ჭერი რომელიც ტრადიციული 60 იანების Spiaggina -ს სტილში იყო, საერთოდ ამოღებულია და უკანა სავარძლები მთლიანად ტრანსფორმირებული. მოდიფიკაცია შედგა Pininfarina -ს ტექნიკური ჯგუფის დამსახურებით, რომლებმაც დიდი დახმარება გაუწიეს Garage Italia-ს დიზაინერულ ჯგუფს.

ეს დეტალები უნიკალურს ხდის ლაპო ელკანის ახალ მდიდრულ ქმნილებას.

წინა 2 სავარძელი გადაადგილებულია. გამოყენებულია ლურჯი და თეთრი პრემიუმ ხარისხის ტყავი, ქრომის ელემენტები, ვინტაჟური 1957 წლის მზგავსი დისკები.

საგამოფენო ექსპონატიდან წარმოებამდე, აღარ ღირს დროის დაკარგვა. შესაძლებელია სასურველი მოდიფიკაციის შეკვეთა. დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ადგილობრივ დილერს.

სიახლე ფიატისგან