სამართლებრივი შენიშვნები


ვებსაიტის გამოყენების პირობები

ამ ვებსაიტზე (შემდგომში — „საიტი“) წვდომა ნიშნავს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებისა და დებულებების მიღებას. აღნიშნული პირობები და დებულებები შესაძლოა ნებისმიერ დროს, „Stellantis Europe S.p.A.“-ს („Stellantis“) ექსკლუზიური შეხედულებით, განახლდეს ან შეიცვალოს, ამის შესახებ მომხმარებლებისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

საიტზე წვდომა და მისი შინაარსის გამოყენება

„Stellantis“ არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას, ნებისმიერი სახის, რაც შეიძლება წარმოიშვას მომხმარებლების მიერ საიტზე წვდომასთან ან მისი შინაარსის გამოყენებასთან დაკავშირებით.

საიტის შინაარსი

საიტის ყველა შინაარსი (სიახლეები, ფოტოები, ვიდეოები, აუდიო მასალა, სავაჭრო ნიშნები, ლოგოები, დომენის სახელები, პროგრამული უზრუნველყოფა, გრაფიკული დიზაინი, ტექნიკური დოკუმენტაცია და სახელმძღვანელოები და სხვა) და მასთან დაკავშირებული ყველა უფლება დაცულია. აღნიშნული შინაარსის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ პირადი ინფორმაციის მიზნებისთვის; ნებისმიერი სხვა სახის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია „Stellantis“-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ საიტზე განთავსებული ინფორმაციის შეგროვება და წარმოდგენა მაქსიმალური სიზუსტით განხორციელდა, „Stellantis“ არ იძლევა გარანტიას მათი სიზუსტის, სრულყოფილების, სარგებლიანობისა თუ მომხმარებლების მიერ მათი შესაძლო გამოყენების შესახებ და, შესაბამისად, არ იღებს პასუხისმგებლობას მონაცემებში არსებულ შეცდომებზე, უზუსტობებსა თუ გამოტოვებებზე.
საიტის ზოგიერთ გვერდზე შესაძლოა მოცემული იყოს ინფორმაცია მომავალი პროგრამებისა და გეგმების შესახებ, რომლებიც აღწერილია ისეთი ტერმინებით, როგორიცაა „მოსალოდნელია“, „აფასებს“, „იწინასწარმეტყველება“, „მოიაზრება“ ან „გეგმავს“. ასეთი განცხადებები თავისი ბუნებით არ წარმოადგენს „Stellantis“-ის ვალდებულებას და შესაბამისად, კომპანიის მხრიდან მათი შესრულების პასუხისმგებლობა გამორიცხულია.

ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრება

საიტის ყველა შინაარსი — მათ შორის საიტზე მოხსენიებული ან გამეორებული სავაჭრო ნიშნები, დიზაინები და საიტზე წარმოდგენილ პროდუქტებთან დაკავშირებული პატენტები — დაცულია საავტორო უფლებისა და ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების დაცვის მოქმედი კანონმდებლობით. მათი სრულად ან ნაწილობრივ კოპირება, შეცვლა ან გამოყენება აკრძალულია „Stellantis“-ის ან შესაბამისი უფლების მფლობელების წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

პროდუქტები და ფასები

საიტზე წარმოდგენილი ინფორმაცია და გამოსახულებები — მათ შორის პროდუქტების ფერები, კომპლექტაცია, ვიზუალური მახასიათებლები, ტექნიკური მაჩვენებლები, ზომები და წონა, ფასები, საწვავის მოხმარება და ექსპლუატაციის ხარჯები — განიცდის მუდმივ განახლებას და შესაძლოა შეიცავდეს დამატებით აქსესუარებსა და მოწყობილობებს, რომლებიც არ შედის სტანდარტულ კომპლექტაციაში. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო მიზნით და შეიძლება შეიცავდეს შეცდომებს ან უზუსტობებს.
„Stellantis“-ს ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებით, შეუძლია შეიტანოს სტრუქტურული ან დიზაინერული ცვლილებები საიტზე ნაჩვენებ ავტომობილებში, მათ ფერებში ან სტანდარტულ კომპლექტაციაში.
საიტზე მითითებული ფასები არ წარმოადგენს სავალდებულო შეთავაზებას და განიხილება მხოლოდ როგორც „Stellantis“-ის მიერ დისტრიბუციის ქსელისთვის რეკომენდებული ფასები.
ამიტომ, პროდუქციისა და ფასების შესახებ ყველაზე ზუსტი და განახლებული ინფორმაციის მისაღებად, „Stellantis“ მომხმარებლებს ურჩევს მიმართონ კომპანიის ოფიციალურ ფილიალებსა და ავტორიზებულ დილერებს.

პასუხისმგებლობა

„Stellantis“ არ იღებს პასუხისმგებლობას საიტის გვერდებზე მოცემულ ინფორმაციასა და მითითებებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მასალები არ შეიცავს არანაირ გარანტიას ან არაპირდაპირ პირობას პროდუქციის შემადგენლობის, კონკრეტული მიზნებისთვის ვარგისიანობის ან არსებული კანონებისა და პატენტების დარღვევის არარსებობის შესახებ.
საიტზე შეიძლება გამოჩნდეს ბმულები სხვა ვებგვერდებზე. შესაბამისად, „Stellantis“-ს არ აქვს გავლენა ამ ვებგვერდების სტრუქტურაზე, ხელმისაწვდომობაზე, აქტუალურობაზე, სისწორეზე, სრულყოფილებაზე ან მათ შიგნით წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხზე და არ იძლევა მათთან დაკავშირებით რაიმე გარანტიას.
„Stellantis“ არ აგებს პასუხს არანაირ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე, მათ შორის სავარაუდო ფინანსურ ზარალზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას საიტის ან მის შინაარსის გამოყენებით, გამოყენების შეუძლებლობით, ან ამ საიტთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული სხვა ვებსაიტების გამო, ისევე როგორც შეცდომების ან გამოტოვებების შედეგად.

მესამე პირების ინტელექტუალური საკუთრება

ეს ვებსაიტი იმართება „Stellantis“-ის მიერ. „Stellantis“ პატივს სცემს მესამე პირების ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. საიტზე მოცემული ზოგიერთი მასალა შესაძლოა მესამე პირებმა გამოაქვეყნონ და ხელმისაწვდომი გახადონ „Stellantis“-ის წინასწარი ნებართვის გარეშე. „Stellantis“-ის პოლიტიკა არ ითვალისწინებს ისეთი მასალის შენარჩუნებას, რომელიც არღვევს მესამე პირების უფლებებს; შესაბამისი დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, იმ მომხმარებელთა ანგარიშები, რომლებიც არღვევენ ამ უფლებებს, წაიშლება.
თუ მომხმარებელი თვლის, რომ საიტზე განთავსებული რომელიმე მასალა არღვევს მის უფლებას, მან უნდა გაუგზავნოს „Stellantis“-ს შეტყობინება, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
i. დარღვეული უფლების იდენტიფიკაცია; მრავლობითი დარღვევის შემთხვევაში — ყველა გამოვლენილი დარღვევის სია;
ii. საიტზე მოთავსებული იმ მასალის იდენტიფიკაცია, რომელიც არღვევს ზემოხსენებულ უფლებას/უფლებებს და რომლის წაშლაც ან დაბლოკვაც მოითხოვება, ასევე ინფორმაცია, რომელიც „Stellantis“-ს მისცემს საშუალებას ზუსტად ამოიცნოს დარღვევის ობიექტი(ები);
iii. დარღვეული უფლების/უფლებების მფლობელის საკონტაქტო მონაცემები, მათ შორის მისამართი, ტელეფონის ნომერი და, არსებობის შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
iv. განცხადება იმის შესახებ, რომ შესაბამისი მასალის გამოყენება არ არის ავტორიზებული უფლებების მფლობელის, მისი აგენტების ან კანონიერი წარმომადგენლების მიერ;
v. განცხადება იმის შესახებ, რომ „Stellantis“-ს მიწოდებული ინფორმაცია სწორია და, ცრუ განცხადების შემთხვევაში კრიმინალური პასუხისმგებლობის შესაძლო დადგომის გაცნობიერებით, განმცხადებელი უფლებამოსილია იმოქმედოს დარღვეული უფლების/უფლებების მფლობელის სახელით;
vi. დარღვეული უფლების/უფლებების მფლობელის სახელით მოქმედი უფლებამოსილი პირის რეალური ან ელექტრონული ხელმოწერა.

ზემოაღნიშნული შეტყობინება უნდა გაიგზავნოს რეკომენდებული წერილით ამ მისამართზე:

Stellantis Europe S.p.A.
Corso Agnelli, 200
10135 Torino

მოქმედი კანონმდებლობა და კომპეტენტური იურისდიქცია

მომხმარებელთა იმ უფლებების გათვალისწინებით, რომლებიც შესაძლოა დაცული იყოს სხვა ეროვნულ ან საერთაშორისო ნორმებით, საიტის გამოყენების ეს პირობები ექვემდებარება იტალიურ კანონმდებლობას და მისი მიხედვით განიმარტება (გარდა იმ ნორმებისა, რომლებიც სამართლის კონფლიქტს არეგულირებს). ეს ეხება ყველა დავას, რომელიც დაკავშირებულია ამ პირობების არსებობასთან, მოქმედებასთან, ძალასა და მათთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა შეთანხმებასთან.
ზემოაღნიშნული პრინციპების ფარგლებში, ამ პირობებიდან ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმებიდან წარმოშობილი ყველა დავა განიხილება იტალიის ქალაქ ტორინოს კომპეტენტურ სასამართლოში (Foro di Torino).