დიზელი

ძრავა

მაქსიმალური ტვირთამწეობა

1.2 ტონა

18-მდე

უსაფრთხოების ფუნქცია

გარაჟში თავსებადობა

სიმაღლე 1,9 მ

3 ნაბიჯი შენი მიზნის განსახორციელებლად

გააუმჯობესეთ თქვენი საქმიანობა Fiat Professional-თან ერთად - ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოიცავს როგორც გამორჩეულ პროდუქტებს, ისე ხარისხიან სერვისებს. ყველაფერი იმისთვის, რომ თქვენმა ავტოპარკმა იმუშაოს უფრო ეფექტურად და მომგებიანად.

1. აირჩიეთ თქვენი საქმიანობის სფერო

დაიწყეთ იმ აქტივობის ტიპის არჩევით, რომელშიც ამჟამად მუშაობთ.

2. მიუთითეთ სივრცე და მახასიათებლები

შეიყვანეთ ისეთი სივრცე და ტექნიკური მონაცემები, რომლებიც შეესაბამება თქვენი ტვირთის მოთხოვნებს.

3. მიუთითეთ გარბენი და მარშრუტის ტიპი

თქვენი საშუალო გარბენი და მარშრუტის ტიპი დაგვეხმარება, სწორად განვსაზღვროთ თქვენი საქმიანობის პროფილი.

მოემზადეთ, რომ იპოვოთ თქვენს საქმიანობაზე იდეალურად მორგებული ავტომობილი!

გამორჩეული ფუნქციები

მოქნილი სივრცე პროფესიონალებისთვის

Magic Cargo სისტემა უზრუნველყოფს დამატებით სივრცეს და გთავაზობთ პრაქტიკულ, მოქნილ ტვირთგამოყენების გადაწყვეტებს.

შეისვენე სადაც გინდა

Scudo-ს ინტერიერის მოქნილი დიზაინი საშუალებას გაძლევთ ერთ-ერთი სავარძელი გადააქციოთ კომფორტულ მაგიდად - იქნება ეს წასახემსებლად, ჩანაწერებისთვის თუ ლეპტოპზე მუშაობისთვის.

კომფორტი

Scudo შექმნილია ისე, რომ მართვისას იგრძნოთ სრული სიმშვიდე და კომფორტი.
მოწყობილი პოზიცია და კომპაქტური დიზაინი გეხმარებათ მშვიდად იმუშაოთ, თუნდაც ყველაზე ხანგრძლივ მარშრუტებზე.

ტექნოლოგიები და კავშირი

ახალი Fiat Professional Scudo აღჭურვილია თანამედროვე კავშირისა და მულტიმედიური სისტემის ფუნქციებით, რომლებიც ამარტივებს თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას და გეხმარებათ უფრო ეფექტურად იმუშაოთ მთელი დღის განმავლობაში.

ზომები

გაეცანით ახალი Scudo-ს ზომებსა და ტექნიკურ მონაცემებს.

Scudo Easy Pro: ყველაფერი, რაც გჭირდებათ

მრავალფუნქციურობა და ინოვაცია - Fiat Professional Scudo Easy Pro-ს პრაქტიკულობა ახალ დონეზე აჰყავს.
იგი ინარჩუნებს დიდ ტევადობასა და მოქნილ ჩატვირთვის გადაწყვეტებს და სტანდარტულად აღჭურვილია აუცილებელი ფუნქციებით, რომლებიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენი ბიზნესის სპეციფიკურ საჭიროებებს.
• ერთადგილიანი მგზავრის სავარძლები
• ტვირთამწეობა - 1 ტონამდე

Scudo S-Design

Fiat Professional Scudo S-Design პრაქტიკულობას თამამ, სპორტულ იერს უთავსებს. ის ხელმისაწვდომია როგორც ფურგონის, ისე ორრიგიანი კაბინის (Crew Cab) ვერსიით. ელეგანტური Look Pack - შეღებილი ბამპერებითა და ექსკლუზიური 17”-იანი Diamond Cut დისკებით - თქვენს ბიზნესს დამატებით დინამიკას სძენს. LED ფარები უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ ხილვადობას, ხოლო ფართო ინტერიერი გვთავაზობს ჩატვირთვის იმ მოცულობას, რომელიც ყოველდღიურ საჭიროებებს მოერგება. Scudo S-Design არის სტილი, წარმადობა და მრავალმხრივობა ერთ პროფესიონალურ ავტომობილში.

ციფრული სერვისები - სპეციალურად თქვენი კომფორტისთვის

Connect ONE

გთავაზობთ დახმარებას ავარიის ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში - კვირაში 7 დღე, დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში.
სერვისი მოიცავს პრევენციულ ტექნიკურ მოვლას და ავტოპარკის მართვის სისტემას, რომელიც შექმნილია ავტომობილის მდგომარეობის მონიტორინგისა და ოპტიმიზაციისთვის.
ეს სერვისი მოქმედებს 4 წლის განმავლობაში ყველა MY24 კომერციული მოდელისთვის.

Connect PLUS

გთავაზობთ ყველა სერვისს, რომელიც უკავშირდება ნავიგაციასა და დისტანციურ მართვის ფუნქციებს.
შეგიძლიათ აირჩიოთ ორი დამატებითი ციფრული სერვისიდან:
- My Wifi - საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ინტერნეტი ავტომობილში და გაუზიაროთ ქსელი ერთდროულად 8 მგზავრს.
- My Alert - გიგზავნით შეტყობინებას რეალურ დროში აპლიკაციის საშუალებით, თუ ავტომობილი უნებართვოდ გადაადგილდება ან მის მოპარვას ცდილობენ.

დახმარება გჭირდებათ?

მოგვწერეთ

შოურუმის სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00,
შაბათი 11:00 - 16:00

დაგვირეკეთ

032 2 30 73 07
ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00,
შაბათი 11:00-16:00

დაჯავშნეთ ტესტ-დრაივი

გსურთ უკეთ შეიგრძნოთ ავტომობილი?
დღესვე მოითხოვეთ ტესტ-დრაივი.

სრული სერვისების პაკეტი თქვენი ავტომობილისთვის

mobile.jpg

სათადარიგო ნაწილები

mobile.jpg

აქსესუარები

პროფესიონალური გადაწყვეტა

Flexcare მომსახურება