უსაფრთხოების სისტემები თავისუფალი მართვისთვის
Fiat 500 Hybrid-ის და 500C-ის პანელზე თქვენ მიიღებთ ტექნოლოგიებს, რომელიც დაგეხმარებათ მართოთ უსაფრთხოდ და ისიამოვნოთ გზით.
მოდუნდით და ისიამოვნეთ გზით
დაარეგულირეთ სიჩქარე მგზავრობის დაწყებამდე: თქვენი 500-ი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ იგი მგზავრობის ბოლომდე სტანდარტული კრუიზ კონტროლის საშუალებით. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ იმგზავროთ კომფორტულად და მშვიდად ხანგრძლივი მოგზაურობის დროსაც კი.

მოგზაურობა ფიქრების გარეშე
დააყენეთ მაქსიმალური სიჩქარე თქვენი ჰიბრიდული city car-ის საჭიდან. სიჩქარის შემზღუდველი გაგაფრთხილებთ სიჩქარის გადაჭარბების შესახებ.

უსაფრთხოება თქვენს ირგვლივ
Fiat 500 და 500C აღჭურვილია უსაფრთხოების 7 ბალიშით, რომლებიც იძლევა მაქსიმალური უსაფრთხოების გარანტიას თქვენთვის და თქვენი მგზავრებისთვის: მძღოლისა და მგზავრის უსაფრთხოების ბალიშები, უსაფრთხოების გვერდითი ბალიშები, ფანჯრის და მძღოლის მუხლების უსაფრთხოების ბალიშები.

წარმატებული სტარტი ნებისმიერ პირობებში
ფერდობებზე შეგიძლიათ დაეყრდნოთ Hill Holder-ის ფუნქციას, რომელიც ინარჩუნებს მუხრუჭებს მოქმედებაში, რათა თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი დაღმართი.

ESC
ABS და ESC კურსის სტაბილურობის სისტემების წყალობით, Fiat 500 და 500 Cabrio უზრუნველყოფენ სრულ კონტროლს გაუთვალისწინებელი მანევრების დროს ან მოლიპულ ზედაპირებზე.