Skip to content Skip to navigation

გაფრთხილება კონფიდენციალურობის შესახებ


პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები და მეთოდები

დაინტერესებული პირებისთვის მოწოდებული პერსონალური მონაცემები („მონაცემები“), დამუშავდება შემდეგი მიზნებისთვის:
(ა) მოთხოვნილი სერვისის („მომსახურება“) წარსადგენად მონაცემთა სუბიექტსა და FCA Italy S.p.A-ს შორის ხელშეკრულების შესასრულებლად. ("კომპანია")
ბ) კომპანიას რომ მიეცეს უფლება ჩაატაროს გამოკითხვა, რომელიც კომპანიის კანონიერი ინტერესებიდან („მომხმარებელთა კმაყოფილება“) გამომდინარე, მიმართული იქნება გაწეული მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე.

თითოეული ზემოაღნიშნული მიზნისთვის მონაცემთა დამუშავება შეიძლება განხორციელდეს ქაღალდის, ავტომატური ან ელექტრონული ფორმით.


მონაცემების შესაძლო არმიწოდების შედეგები

მონაცემების მიწოდება სავალდებულო არ არის. თუმცა, სავალდებულოდ მონიშნული მონაცემების არწარდგენა გამორიცხავს მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას.
თუმცა დანარჩენი მონაცემების არმიწოდება, რომლებიც არ არის მონიშნული სავალდებულოდ, შესაძლებელს გახდის სერვისის მიწოდებას.


სხვა მხარეები, რომლებსაც შეუძლიათ მონაცემების დამუშავება

მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხარეების მიერ, რომლებიც მოქმედებენ კომპანიის სახელით და კონკრეტული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებში ან ევროკავშირის ფარგლებს მიღმა.
მონაცემები შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს იურიდიული ვალდებულებების შესასრულებლად, სახელმწიფო ორგანოების ბრძანებების შესასრულებლად ან კომპანიის უფლების სასამართლოში განსახორციელებლად.


მონაცემთა გადაცემა ევროპული ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ (EEA)

კომპანიის სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში, მონაცემები შეიძლება გადაიცეს ევროპის ეკონომიკური ზონის (EEC) ტერიტორიის გარეთ, მათ შორის, მონაცემთა ბაზებში შეტანით, რომლებსაც მართავენ მესამე მხარის კომპანიები და რომლებიც მოქმედებენ კომპანიის სახელით. მონაცემთა ბაზის მართვა და მონაცემთა დამუშავება დაკავშირებულია იმ მიზნებთან, რისთვისაც ისინი შეგროვდა და ხორციელდება მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
ყოველთვის, როდესაც მონაცემები გადაეცემა EEA-ს ფარგლებს გარეთ, კომპანია მიიღებს ყველა შესაბამის და აუცილებელ სახელშეკრულებო ზომებს მონაცემთა დაცვის ადეკვატური დონის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, კერძოდ, შეთანხმებებს, რომელიც დაეფუძნება ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ სტანდარტულ სახელშეკრულებო დებულებებს მონაცემთა გადაცემის შესახებ EEA-ს ფარგლებს გარეთ.


პასუხისმგებელი მონაცემთა დამუშავებაზე და დაცვაზე

პასუხისმგებელი პირია FCA Italy S.p.A., რეგისტრირებული მისამართზე Corso Giovanni Agnelli 200 – 10 135 Turin.
დაინტერესებულ პირს შეუძლია დაუკავშირდეს მონაცემთა დაცვის განყოფილებას მისამართზე dpofca@stellantis.com.


მონაცემთა შენახვა

სერვისის მიწოდებისა და მომხმარებელთა დაკმაყოფილების მიზნით, დამუშავებული მონაცემები შეინახება კომპანიის მიერ იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც ჩაითვლება როგროც მკაცრად აუცილებელი, ამ მიზნების მისაღწევად.
გარდა ამისა, მონაცემები, რომლებიც მუშავდება მომსახურების მიწოდებისთვის, შეიძლება შენახული იყოს უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რათა დარეგულირდეს ნებისმიერი დავა, რომელიც დაკავშირებულია მომსახურების მიწოდებასთან.


დაინტერესებული მხარის უფლებები

დაინტერესებულ მხარეს აქვს შემდეგი უფლებები:

  1. წვდომის უფლება ე.ი მიიღოს დასტური კომპანიისგან, მიმდინარეობს თუ არა მონაცემების დამუშავება, დადებით შემთცვევაში მიიღოს მათზე წვდომა.
  2. შესწორებისა და წაშლის უფლება ე.ი არაზუსტი მონაცემების გამოსწორების და/ან არასრული მონაცემების ინტეგრირება და მონაცემების წაშლა კანონიერ საფუძველზე;
  3. დამუშავების შეზღუდვის უფლება ე.ი უფლება მოითხოვოს დამუშავების შეჩერება, თუ არსებობს ამის კანონიერი საფუძველი;
  4. მონაცემთა გადატანის უფლება ე.ი სტრუქტურირებულ, საზოგადოდ მიღებულ და წასაკითხად მოხერხებულ ფორმატში მონაცემების მიღების უფლება, ასევე სხვა კონტროლერისთვის მონაცემების გადაცემის უფლება;
  5. წინააღმდეგობის უფლება, ანუ უფლება, გააპროტესტოს მონაცემთა დამუშავება, კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის მონაცემთა დამუშავება მარკეტინგული მიზნებისთვის და პროფილირება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  6. მონაცემთა უკანონო დამუშავების შემთხვევაში მონაცემთა დაცვის კომპეტენტურ ორგანოში მიმართვის უფლება.



დაინტერესებულ პირს შეუძლია ზემოაღნიშნული უფლებების გამოყენება ვებგვერდზე https://privacyportal.fcagroup.com.