…
გართობა პანელზე

INFOTAINMENT
ახალ Fiat Tipo ჰეტჩბექში ან უნივერსალში ჩნდება ახალი ტექნოლოგიები. ახალი მულტიმედია სისტემა Uconnect™ 7“-იანი სენსორული ეკრანით შესაძლებელს ხდის მუსიკის მოსმენას და მოწყობილობების მარტივად და მყისიერად დაკავშირებას. Uconnect™ 5 სისტემა რადიომიმღების 10“-იანი ეკრანით ხელმისაწვდომია დამატებითი ოფციის სახით.

APPLE CARPLAY™ WIRELESS
დააკავშირეთ თქვენი iPhone-ი 7 ან 10"-იან Uconnect™ ეკრანს და მართეთ Apple CarPlay™ ხმოვანი ბრძანებების (Siri) დახმარებით ან პირდაპირ სენსორული ეკრანიდან. Apple CarPlay™ უსადენო ტექნოლოგია ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო გზაა iPhone-ის თქვენს ავტომობილში გამოსაყენებლად. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინსტრუქციები, განახორციელოთ ზარები, გაგზავნოთ და მიიღოთ შეტყობინებები. მოუსმინოთ Apple Music-ს, აუდიო წიგნებს ან პოდკასტებს, გზიდან ყურადღების გადატანის გარეშე.
*CarPlay™, iPhone და Siri არის Apple Inc-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები.
დააჭირეთ აქ, რათა შეიტყოთ თავსებადი მოწყობილობების შესახებ

ANDROID AUTO™ WIRELESS
ახალი Fiat Tipo ჰეტჩბექი ან უნივერსალი ასევე თავსებადია Android Auto™-სთან და შეუძლია უსადენოდ დაკავშირება (თავსებად მოწყობილობებთან). როდესაც სმარტფონი დაკავშირებულია ავტომობილთან, მოსახერხებელი ინტერფეისი აჩვენებს თქვენს აპლიკაციებს 7 ან 10" Uconnect™ ეკრანზე. თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი მუსიკა და კონტაქტები, ხოლო Google Maps-ის საშუალებით, შეგიძლიათ რეალურ დროში იხილოთ რუკები და საგზაო პირობები უშუალოდ სენსორული ეკრანიდან გზიდან ყურადღების გადატანის გარეშე.
Google, Google Play, Android Auto და Waze არის Google LLC-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები.
დაჭირეთ აქ, რათა შეიტყოთ თავსებადი მოწყობილობების შესახებ