Skip to content Skip to navigation

    TIPO CROSS

    იმისათვის რომ შეიგრძნოთ Cross-ი, უნდა იყოთ ერთდროულად ყველაზე ძლიერი და მამაცი. Cross-ი ეს არის Fiat Tipo-ს ექსკლუზიური და სრულყოფილი ვერსია, სამოდელო ხაზის მწვერვალი, რომელიც აერთიანებს მაქსიმალურ კომფორტს და ტექნოლოგიას, რა თქმა უნდა სპორტულ ხასიათთან ერთად.
    ოჯახი ჩვენი შთაგონებაა

    ოჯახი ჩვენი შთაგონებაა

    (RED) და Fiat არის უნიკალური თანამშრომლობა, რომელიც შეიქმნა საგანგებო სიტუაციებთან საბრძოლველად ჯანდაცვის სფეროში და მთლიანად პანდემიებთან, ავტომობილის Fiat (Tipo)RED Family შეძენის გზით. (RED) არის ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს გლობალურ საგანგებო სიტუაციებს ჯანმრთელობის სფეროში, როგორიცაა შიდსი და COVID: ყოველთვის, როდესაც ირჩევთ (RED) პროდუქტს, თქვენ აკეთებთ შემოწირულობას გლობალურ ფონდში, რომელიც მხარს უჭერს პროფილაქტიკას, მკურნალობას, კონსულტაციას, ტესტირებას და განათლებას მათთვის, ვისაც ეს ყველაზე ძალიან სჭირდება. ჩვენ ამაყად მივიღეთ ეს გამოცდილება და შევქმენით (FIAT) RED Family: რათა თქვენც იგრძნოთ თავი ამ კონკრეტული ჟესტის ნაწილად*. ჰეტჩბექის და უნივერსალის Fiat (Tipo)RED-ის სავარძლები დამზადებულია SEAQUAL® MARINE PLASTIC**-დან, - ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულიდან SEAQUAL® INITIATIVE, რომელიც მოიპოვება საზღვაო ნარჩენის გადამუშავებით. გარდა ამისა, სავარძლები და საჭე დამუშავებულია ბიოციდით, რომელსაც აქვს მაღალი ეფექტურობა (>99,9% დამუშავების მომენტისთვის) ბაქტერიებისა და სოკოების წინააღმდეგ, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას***).
    *Fiat-მა, Jeep-მა და RAM-მა (RED)-თან პარტნიორობის ფარგლებში და მისი მეშვეობით აიღო გლობალურ ფონდში 2021-2023 წლებში მინიმუმ 4 მილიონი აშშ დოლარის შეწირვის ვალდებულება, ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციების გადაჭრისთვის, რომლებიც, კერძოდ, დაკავშირებულია COVID-19-თან და შიდსთან. ყოველი ავტომობილი (FIAT) RED არის (RED) პროდუქტი და ამ ვალდებულების ნაწილი.
    **SEAQUAL® MARINE PLASTIC არის SEAQUAL INITIATIVE-ის ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული, რომელიც მიიღება საზღვაო ნარჩენის გადამუშავებით. SEAQUAL® MARINE PLASTIC დამზადებულია 100% გადამუშავებული პლასტმასით. სავარძლის ქსოვილის 25%* შეიცავს SEAQUAL® YARN ნართს, რომელიც შეიცავს 10% SEAQUAL® MARINE PLASTIC-ს. ** SEAQUAL® MARINE PLASTIC გამოიყენება მხოლოდ ბალიშებში და საზურგის ცენტრალურ ჩანართში, 25% SEAQUAL® და 75% ჩვეულებრივი პოლიესტერი.
    ***კომპანიის შიდა სპეციფიკაციების შესაბამისად ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად, რომლებშიც იყო მოდულირებული საჭის გამოყენების პირობები, მიკრობული დატვირთვის შემცირება რჩება 99,9%-ზე მეტი მოდელირებული გამოყენების 3000 ციკლის შემდეგ.
    ერთი TIPO მოგზაურობისა და თავგადასავლისთვის

    ერთი TIPO მოგზაურობისა და თავგადასავლისთვის

    Fiat Tipo Garmin არის Fiat-ის მოდელის რიგი, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობს, და  შექმნილია იმისათვის, რომ გააერთიანოს ადამიანები და შთააგონოს მათ აქტიური ცხოვრება. Tipo აერთიანებს ძალისხმევას Garmin-თან, ლიდერთან GPS ნავიგაციისა და სპორტული ტექნოლოგიების დარგში, რათა გააერთიანონ თამამი სტილი Venu® Sq სმარტ საათების საუკეთესო ფიტნეს ფუნქციებთან. Garmin-ის გონივრული გადაწყვეტები Fiat-ის საკულტო სტილთან ერთად გაგრძნობინებთ ახალ კავშირს თქვენს ავტომობილს, თქვენს მიდრეკილებებს და ბუნებას შორის.