ლეგენდებიც იზრდებიან.
და იცვლებიან. როგორც ახალი 500C: ყოველთვის ყველაზე მაგარი, დაბადებული ხელახლა უფრო ორიგინალური და მზიანი.
და იცვლებიან. როგორც ახალი 500C: ყოველთვის ყველაზე მაგარი, დაბადებული ხელახლა უფრო ორიგინალური და მზიანი.
500C-ს უნაკლო პროფილი არ იცვლება. თუმცა ის იძენს მეტ ხასიათს თავისი ახალი, ძვირფასი ალუმინის დისკებით, 15″ ღია ნაცრისფერი და 16″ შავი ალმასისფერი. ახალი 500-ის დიზაინს შეემატა ორი ახალი კორპუსის ფერი: Corallo Red და Burgundy Aida
უკანა მხრიდან, ახალი 500C-ს სილუეტი აღჭურვილია ინოვაციური მომრგვალებული ფორმის მცურავი სახურავით, რომელზეც მდებარეობს უკანა ფანჯარა, მესამე სდექ სიგნალი და სპოილერი. ნამდვილი დიზაინი ხელმისაწვდომია სამ ფერში: სპილოსძვლისფერი, წითელი და შავი. ახალი დიზაინის ელემენტები საკმაოდ გამორჩეულია. მაგალითად, ქრომირებული ზოლი, რომელიც ამაღლებს ბამპერს და გარს ერტყმის სანისლე და მოხვევის მაშუქებს. უცნაური და თამამი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხაზს უსვამს 500C-ს შესაძლებლობას განახლდეს ისე, რომ არ დაკარგოს თავისი მუდმივი სული.
ინსტრუმენტების პანელი ისეა აგებული, რომ ჰარმონიულად შეერწყას ახალ ბორტტექნოლოგიებს. ქრომირებული ჩანართები და უფრო მრგვალი ფორმები სრულიად გასაოცარია. ახალი 500 არ არის უბრალოდ ლამაზი, ის არის ფუნქციურად დატვირთული და აქვს ახალი, მოსახერხებელი სათავსო, ახალი ცენტრალური ნაწილი USB/Aux პორტებით და უფრო ხალვათი ჭიქის სადგამი.
ახალი გამორჩეული დიზაინის მქონე საჭე გაფორმებული ქრომირებული ელემენტებით. ინოვაციური, 7 ინჩიანი ციფრული მონიტორი შესაძლებლობას გაძლევს რომ შეინახო ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მოძრაობისას არის საჭირო. მაგალითად სიჩქარის მაჩვენებელი, ტემპერატურისა და გადაცემათა კოლოფის მაჩვენებელი, რომელიც გაჩვენებს თუ როდის უნდა შეცვალო სიჩქარე, ბორტკომპიუტერი რომელიც გიჩვენებს ავტომობილის მდგომარეობას, საწვავის მოხმარებას, მანძილს და ა.შ
სტილი, სტილი, სტილი და უფრო მეტი სტილი. ახალი 500-ის ინტერიერის მასალები და ქსოვილები პირდაპირ ყველაზე მოდური ადგილებიდან. აქ თქვენ ნახავთ ახალ, მშვენიერ ბურგუნდიულ ტყავს ლურჯი ჩანართებით, ვინტაჟურ ნაწილებს, რომელბიც 60-ანი წლების ფერებს სცემენ პატივს.
იმისათვის, რომ სრულად შეიგრძნოთ კომფორტი 500 გთავაზობთ ახალ სავარძლებს, რომელბიც გაკეთებულია ერგონომული მატერიალებისგან და შექმნილია ისე, რომ უკან მსხდომ მგზავრებს შეუქმნას კომფორტი.