FIAT წყვეტს ნაცრისფერი მანქანების წარმოებას
FIAT წყვეტს ნაცრისფერი ავტომობილების წარმოებას. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ცხოვრებაში სიფერადის მნიშვნელობის ხაზგასმისთვის, რაც განასახიერებს იტალიური ცხოვრების წესს და კიდევ ამყარებს ბრენდის ახალი “Dolce Vita”-ს ღირებულებას.
იტალია მართლაც უკანშირდება ნათელ ფერებს, როგორიცაა იტალიის ზღვა, იტალიის მზე, იტალიის დედამიწა და იტალიის ცა; პეიზაჟები, რომლებიც FIAT-ს უამრავ შთაგონებას აძლევს თავისი ავტომობილებისთვის. სტრატეგია დანერგილია FIAT-ის მანქანების საავტომობილო ბაზარზე გამორჩეული მახასიათებლის დასამატებლად, რადგან 2023 წელი ბრენდისთვის, მნიშვნელოვანი ცვლილებების წელია.
„ჩვენ დავარღვიეთ წესები: გადავწყვიტეთ რომ FIAT-ის ნაცრისფერი ავტომობილების წარმოება შევაჩეროთ. ეს არის ერთგვარი გამოწვევა და მიზნად ისახავს ბაზარზე FIAT-ის წარმოჩენას როგორც მხიარულების, სიფერადის და ოპტიმიზმის ბრენდი. „იტალია ფერების ქვეყანაა და დღეიდან FIAT-ის მანქანებიც“ - თქვა ოლივიე ფრანსუამ, FIAT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და Stellantis-ის გლობალური მარკეტინგის დირექტორმა. ეს არჩევანი კიდევ უფრო აწვდის ხალხს ახალი Dolce Vita-ს ღირებულებებს და იტალიურ დნმ-ს. FIAT-ს სურს შთააგონოს ხალხი, იცხოვრონ ოპტიმიზმითა და პოზიტივით და ეს ასევე იქნება ახალი Fiat 600e-ის ერთ-ერთი მისია, ელექტრო ავტომობილი ოჯახებისთვის და მეგობრებისთვის, რომელიც წარმოდგენილი იქნება 4 ივლისს.
ახალ სპეციალურ ვიდეოში, რომლის წყალობითაც მომხმარებელს შეუძლია აღმოაჩინოს FIAT-ის ახალი ფერადი სამყარო, ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი ოლივიე ფრანსუა, ახალ Fiat 600e-ით ჩაეფლო ნარინჯისფერი საღებავის ავზში. "იტალია. ფერების ქვეყანა. FIAT. ფერების ბრენდი”.