საყვარლად უტიფარი ხასიათი
500-ის მომღიმარი სახე კიდევ უფრო ცელქი ხდება. ავტომობილის წინა მხარე კიდევ უფრო მიმზიდველად გამოიყურება ახალი ნაკვთებისა და ბამპერის ხარჯზე, რომელიც გარს აკრავს სამ ნაწილიან გრილს. უფრო მიმზიდველი, უფრო პოზიტიორი, კიდევ უფრო 500. ახალი ფარები თითქოს თვალს გიკრავენ ღამით მოძრაობისას. ფარების ნათურები, რომლებსაც 500-ის ლოგოში არსებული 0-ის ფორმა აქვს, ერთგვარად 500-ის ხელმოწერას გავს და ადვილად გამოარჩევს მას სხვა ავტომობილებისგან.